Pages

Saturday, September 21, 2013

საქორწინო ფიცი


  ჯერ კიდევ ამ პაწაწუნას ასაკში სულგანაბული ვისმებდი Hollywood-ურ ფილმებში   Happy end-ისას წარმოთქმულ საქორწინო ფიცს. 
ვუსმენდი და ვოცნებობდი, რომ ოდესმე მეც ჩავიცვამდი ნანატრ თეთრ კაბას გრძელი ფატით.
თუ სადმე ქორწილში პატარძალი თაიგულის სასროლად ემზადებოდა, მე პირველი ვდგებოდი იმ რიგში სადაც უამრავი გასათხოვარი, საპატარძლო თაიგულისათვის ”იბრძვის”.
ამ ბრძოლაშიც ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში თაიგული მხოლოდ ერთს ხვდება. მეც ვხვდები, რომ თაიგული მართლა ერთადერთხელ მაქვს დაჭერილი.
ბევრჯერ უთქვამთ რომ ნამდვილი სიყვარული არსაიდან მოდის და თან, სრულიად მოულოდნელად. ისიც უთქვამთ, რომ , როცა მოვა, ზუსტად მიხვდები, რომ ”ის” ”ის” არის!!! 
რამოდენიმე დღის წინ ჩემს პირად მაილს ვამოწმებდი და გაოცებული ვკითხულობდი ბოლო მიმოწერას. თავიდან ვიხსენებდი როგორი ტემპებით ვითარდებოდა ჩვენი 19 წლის წინ დაწყებული ისტორია. სიმბოლური იყო, ალბათ ისიც რომ ღრმა ბავშვობაში ნათქვამი თუ ნაგრძნობინები პირველი ”მიყვარხარ”-დან 19 წლის თავზე დავიწერეთ ჯვარი.  
    ეს პოსტი და თვით ეს საქორწინო ფიციც მინდა რომ ჩემს ერთადერთს მივუძღვნა... 
ძვირფასო და ჩემო ერთადერთო, მარად მხოლოდ ”ჩემო”!
მინდა კიდევ ერთხელ უკვე აქედან გითხრა, თუ როგორ მიყვარხარ...
შენ შეძელი და ზუსტად იმ დროს დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში, როცა სრულიად არ ველოდი შენს გამოჩენას. მოხვედი იმ დროს როცა უნდა მოსულიყავი. ბევრი დრო გავიდა, მაგრამ არცერთი წუთით არ დაგიგვიანია. 
იმდენად გულრწფელად და ღიად შემოხვედი რომ პირველივე წუთს მივხვდი, იმ ნაპერწკალის მნიშვნელობას რასაც 27 ივლისი მოყვა. წარმოუდგენელი და ბევრისთვის დაუჯერებელი იყო ყველაფერი, ჩვენც არ გვჯეროდა და გვეცინებოდა ყველა ჩვენს ”სიგიჟეზე”. არ მოვყვები და თავიდან არ გავიხსენებ ყველა იმ მომენტს რომელიც ასე თუ ისე უკვე მაქვს წინა პოსტებში მოყოლილი. 
უბრალოდ, მინდა გითრა ის რაც ასე დალაგებულად, არ ვიცი მითქვამს თუ არა...
მე მიყვარხარ! 
შენ ერთადერთი ხარ ვისთანაც მინდა შევხვდე ყველა მომდევნო დღეს!
შენ ერთადერთი ხარ, ვისთანაც მზად ვარ მთელი ცხოვრება გავატარო! 
მზად ვარ გავზარდო შენი შვილები და დავბერდე ისეთივე ბედნიერი როგორიც დღეს ვარ. შენში ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ მე მე ვარ.
ყველა ოცნება თუკი ოდესმე რამეზე მოიცნებია, თითქოს ამიხდა. ახლა, ახალი ერთობლივი სურვილები მინდა შენთან ერთად შევავედრო უფალს, იმ იმედით, რომ აუცილებლად აგვიხდება.
მე ვიცი, მჯერა, ყველა ჯანსაღი ოცნება ხდება!
მიყვარხარ!!!
მიყვარხარ!!!
მიყვარხარ!!!