Pages

Wednesday, November 30, 2011

**** ბრწყინვალება...

რამოდენიმე დღის წინ ეს ფოტო ჩემმა მეგობარმა მე და კიდევ რამოდენიმე ჩემს მეგობარს მოგვიძღვნა. დავფიქრდი და მისი ხუმრობა საკმაოდ რეალისტურია. ამას დიდი რეზონანსი მოყვა და დავიწყეთ თავის მართლება , მაგრამ სულ ტყუილად. ეს მხიარული ჩამონათვალი საკმაოდ რეალურია დღეს. სასწაულის მოლოდინს გავს ყველაზე უმნიშვნელო კომენტარიც კი. საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ იმ ადამიანის ძებნას ვინც შეიძლება სრულიად არ არის რეალური. ვიგონებთ იდეალური მამაკაცის პარამეტრებს, თუმცა ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იმიჯნება ერთმანეთისგან. მოდი ისეთ მახასიათებლებს ჩამოვთვლი რაც მეტ-ნაკლებად სტანდარტია. 
ანუ უნდა იყოს: ძლიერი;
ჭკვიანი;
საქმიანი;
ყურადღებიანი;
უნდა ახსოვდეს ყველა მნიშვნელოვანი თარიღი თქვენი ურთიერთობის, თან ისე რომ არსად ქონდეს ჩანიშნული;
უნდა შეეძლოს სურპრიზების კეთება;
უყვარდეს თქვენთან ერთად სეირნობა;
თქვენი მოსმენა, მაშინაც კი როცა 1000 სისულელეს ლაპარაკობ და თავადაც კარგად იცი ეს; 
ხო აუცილებლად, ფინანსურად საკმაოდ მყარი, რომ თქვენი სურვილები იქამდე აასრულოს სანამ ამას თქვენ მოიფიქრებთ.
მაგრამ ეს რატომ ”თქვენ” და არა ”ჩვენ” ვერ მივხვდი... ამაზე მეც არ ვიტყოდი უარს.
უარს კი არა, დიდი სიამოვნებით შევირგებდი ასეთ ადამიანთან ურთიერთობას. 
მოდი ეხლა რეალურად გადავავლოთ თვალი და დავფიქრდეთ, შეიძლება ეს ყველაფერი ერთ კაცში ჩაეტიოს??? მგონი რომ არა, ხომ არ ჯობია ასეთი თვისებებით სხვადასხვა კაცისგან ერთი რომანტიული თაიგული შევკრათ და ხან ჭკვიანი გვყავდეს ხან მზრუნველი, ხან ფეხით მოხეტიალე და ასე დაუსრულებლად, როცა რა მოგვინდება იმის მიხედვით თაიგულიდან ერთი მამაკაცი...
ააა... უხამსობაა ეს ყველაფერი? გაუმაძღარი და დაუკმაყოფილებელი გგონივართ??? სულაც არა, მე პრაქტიკული ვარ. და თუ ვინმეს მართლა გონია რომ ამ ნაკრებს ერთში იპოვის ძალიან ცდება, ასეთი რამ არ არსებობს! ამის მისაღებად მხოლოდ ზემოთხსენებული ხერხი არსებობს. უნდა შევეშვათ კდემამოსილების ფარდის უკან მალვას და მარადქალიშვილობას. იმოქმედეთ რომ მიიღოთ ის რაც გსურთ, ნუ ფიქრობთ რას იფიქრებენ თქვენზე, უბრალოდ კარგად დაფიქრდით რა გინდათ ან ვინ გინდათ რომ იყოს თქვენს გვრდით.
ნუ გავაიდეალებთ ნურავის, ნუ ვეცდებით ვეძიოთ და ვიპოვოთ არ არსებული გმირი. ნურც იმას ვეცდებით რომ ძალით შევქმნათ ამ ღირსებების არ მქონისგან იდეალური მამაკაცი.
პირველ რიგში შევიყავროთ საკუთარი თავი. ვეცადოთ დავინახოთ ისედად როგორც გვინდა რომ სხვები გვხედავდნენ. ყველაზე მეტად რომ არ გეღიმება მაშინ ჩაიხედე სარკეში და თბილად გაუღიმე საკუთარ თავს. დილა დაიწყე იმით რომ საკუთარ თავს უთხრა: დღეს შენ იბრწყინებ! _ და გაბრწყონდები. 
ვერასოდეს იქნები ბედნიერი თუ არ გეცოდინება რა გაგაბედნიერებს. ეცადე მცირედმა გაგახაროს რომ მაგაზე მეტმა გაგაბედნიეროს. ეს ჩემი რეცეპტია, რომელიც საკუთართავს გამოვუწერე. არ გეტყვით და ვერ მოგატყუებთ რომ ამით ჩემი ცხოვრება უკვე შეიცვალა, რადგან ამწუთას დავფიქრდი ამ დეტალებზე. რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ის არის რომ , მე ხვალ დილით ისე გავუღიმებ საკუთარ თავს, როგორც არასდროს და სახლიდან გასვლისწინ ბედნიერ დღს ვუსურვებ. 
PS ღიმილი გადამდებია და ისმინება...

3 comments:

  1. თეორიულად ვიცით ხო ეგ ყველაფერი :))))) პრაქტიკაში " რავარი" გასნოაყენებელია აბა დაფიქრდი ;) ვინ გინდა აღარ ეძებოს იდეალი? 21 საუკუნის ქალმა რომელიც შებყრობილია გენდერული თანასწორობის იდეით? იდეაში ქალი ვარ :))) მაგრამ მამაკაცების შექმნილ " იდეალს" ვაკმაყოფილებთ ? ისინიც ხო ეძებენ ლამაზ, ჭკვიან, წარმატებულ ოღონდ.... სუსტ ;) ქალებს? :))))
    და ხო ! ხვალ დილით მე აუცილებლად ვეტყვი ჩემ თავს მაგას , მერე გავალ გაყინულ ქალაქში მობუზული, მივალ სამსახურში რომელიც მძულს, დავითვლი ჯიბეში დარჩენილ ხურდებს, მოვალ სახლში და თავით გადავეშვები ჯამ-ჭურჭელში საჭმლის საკეთებლად , ცოცხს და პოლისჯოხს გავიხდი საღამოს თანამოზიარედ და... და დღის ბოლოს ისევ ვიბრწყინებ? ;)

    ReplyDelete
  2. რატომღაც ბოლომდე გეთანხმები. :) არა და მართლა მასეა– საკუთარი თავის ფასის არ მცოდნეებს გვაქვს სიყვარულთან ყოველთვის პრეტენზიები ხოლმე! :)

    ReplyDelete
  3. ყველა, მაგ გაყინულ ქალაქში გადის დილით და სამსახურშიც შეიძლება ისე არ გვსიამოვნეს სიარული, როგორ პლაჟე გართხმულს გარუჯვა. მაგრამ სხვა მხრიდან მიუდექი რა ხდება და რატომ გადიხარ, ან საღამოს თანამგზავრი ეს მოსაწყენი ნივთები ვალდებულება კი არაა, უბრალოდ შენი მოთხოვნილებაა, რომ თავზე არ გეყაროს ჭურჭელი, თუ გეზარება ნუ გააკეთებ და გადადე მეორე დღისთვის. მეორე დღეს გააკეთე და გვერდიდან უყურე შენს დაწკრიალებულ სახლს. სამსახური და ეს სიცივე დროებითია. გადაგივლის და გაგახარებს ხურდების პოვნა ჯიბეში, თუ მასეთი კრიტიკული არ იქნები. და ბოლოს, იბრწყინებ, აუცილებლად იბრწყინებ თუ შენს თავს შეიყვარებ. შეყვერებულობაში ხომ ყველაზე ლამაზები ვართ, ხოდა საკუთარი თავის სიყვარულში გაცილებით ლამაზები ვიქნებით :*

    ReplyDelete