Pages

Monday, October 27, 2014

განშორების მოლოდინში


აი უკვე თითქმის ორი წელია რაც მუდმივად განშორების მოლოდინში ვარ. უკვე მერამდენედ მაქვს ეს აუტანელი განცდა. განცდა რომ მიდიხარ საყვარელი ადამიასგან ძალიან შორს. ჩვენი თანაცხოვრება მუდმივი განშორებების და უკან დაბრუნებების მიმდევრობაა. მაგრამ მაინც ყოველი წასვლის წინ მთელი თვით ადრე თვალცრემლიან ვეხვეწები არ გამიშვას. მეტირება და ვცდილობ მოვერიო თავს. ის, მზრუნველად მეფერება და ცდილობს თემის შეცვლას. მე კი ჯიუტად არ ვიშლი და ქვამბობ  რომ აღარ წავალ და დავრჩები. მერე ვმშვიდდები, ჩემს თავს ვარწმუნებ, რომ ცოტაღა დარჩა და ამას ჩვენ გადავლახავთ.
მარტო დარჩენილი, ჩემს თავთან, ღმერთს ვევედრები უკან დამაბრუნოს. აი ახლაც ამ ფიქრებმა არ დამაძინა ''ღმერთო დამაბრუნე! ისევ დამაბრუნე!„