Pages

Friday, December 23, 2011

Anti-სუიციდური ფრენა...

რატომ უჩნდებათ ადამინაბს სურვილი, ყველაფერი დასრულდეს?!
         მე არ ვიცი რამდენად ყოფილხართ ამ ფიქრით შებყრობილი. გიფიქრიათ თუ არა დაასრულოთ ტანჯვა, ან იქნებ არც ტანჯვა... დაასრულოთ არსებული უაზრობა ის რაც გარს გაკრავთ. მორჩეს ქაოსი...
       ამ თემით საძიებო სისტემაში რომ შევედი უამრავი რამ ვნახე, ბევრი შემზარავი ფოტო.
     ქალი რომელიც საკუთარი ქორწილის დღეს მაღალსართულიანი შენობის ფანჯრიდან არის გადმოვაკიდებული კისერზე მობმული თოკით. ზემოდან სავარაუდოდ ქმარი, რომელიც ცდილობს რომ ასწიოს და გადაარჩინოს. დნარჩენი ფანჯრებიდან ბევრი შეწუხებული სახე მოსჩანს. უგონო პატარძალს უმშვენიერესი თეთრი კაბა, უსიცოცხლოდ უფრიალებს... რას შეიძლებოდა მიეყვანა ქალი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ყველაზე ლამაზ, ნათელ დღეს შეწყვიტა ყველაფერი და წავიდა დაუსრულებელ სიბნელეში. 
    ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის არის ის რომ გავაცნობიეროთ რა არის სიცოცხლე და გარდაცვალება, რა შედეგი მოაქვს თვითმკვლელობას და სად მივდივართ გარდაცვალების ან თვითმკვლელობის შემდეგ. 
     ზოგს რომანტიულად მიაჩნია ალბათ სიყვარულისთვის სიკვდილი, ან შურისძიება მათთვის ვინც რაღაც ვერ გააკეთა ისე, როგორც საჭირო იყო. და ბოლოს, გამოსავალი... გამოსავალი გამოუვალი სიტუაციიდან. მე შემიძლია ამ სამივე ტიპისთვის არგუმენტირებულად გითრათ რომ სისულელეა ყველა ეს დებულება
      ეს პირველი რომანტიზმი, იმდენად უაზროა რომ ჯობია საერთოდ არაფერი ვთქვა. სიყვარული, სიძულვილი და სხვა კიდევ ბევრი ემოცია ადამიანებს მანამ გააჩნიათ სანამ ცოცხლები არიან...
    შურისძიება ამ ხერხით??? განა ვიგრძნობთ მერე ვის, რა, როგორ სტკივა? რატომ ფიქრობთ, რომ ადამიანი თუ ადამიანები, მიხვდებიან და აღიარებენ შეცდომებს, მაშინ როცა უკვე აღარ იქნებით?! ან რა ფასი ექნება მათი დანაშაულის შეგრძნებას. ბოდიშსაც კი ვერ მოგიხდიან იმისთვს რაც ვერ გააკეთეს. და თუ გამოსწორებას ვერ ახერხებენ, რა აზრი აქვს შეცდომის აღმოჩენას?!
    გამოსავალი! არ არის გაქცევა გამოსავლის პოვნა. თუ არსებობს პრობლემა, დილემა რაზეც ფიქრობთ და გაწუხებთ. სიკვდილით ვერ მოაგვარებთ ვერაფერს. პირიქით პრობლემა იზრდება...
     არიან ადამიანები, ვინც თვენს არსებობას ყველაზე მაღლა აყენებენ. წამით დაფიქრდი, რამდენ ადამიანს რა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებ შენი წასვლით. ეს არც შურისძიებაა და არც რომანტიზმი. შვილი რომელიც დილას იღვიძებს რომ პირველად შენ დაგინახოს. რამდენად მნიშვნელოვანია რომ სადაც მას ეგულები ისევ იქ დახვდე. დედა, მამა, და, ძმა... მეგობრები, ისინი ვინც იციან, რომ ყოველთვის შეუძლიათ დაურეკავად მოვიდნენ და შენც იქ დახვდები სადაც უნდა იყო. 
    რამდენად კომფორტულია შენი არეული სახლი და სამზარეულო. ძირს ჩამოვარდნილი აბაზანის პირსახოცი, ძაღლის კბილით ნათრევი და თითქმის დახეული ფეხსაცმლის უემოციოდ ყურება, როცა იციან რომ შენ მიალაგებ, თუნდაც ზეგ....
     P.S. კარგად იფიქრე ამ სიტყვებზე და აღარასოდეს მოგინდება წასვლა...

Sunday, December 4, 2011

რეალობაში გამოგონილი პერსონაჟები...

მე არ ვარსებობ...
უბრალოდ, მომიგონეს...
არ ვიცი, კონკრეტულად ვინ მომიგონა, გამომიგონა თუ რა ვიცი, საკუთარ წარმოსახვაში შემქმნა.
ამ სიტყვებით იმას კი არ ვამბობ, რომ იდეალური ვარ, თუნდაც იმისთვის ვინც ასეთად დამხატა, არა პირიქით!!! ბევრი რამ დააკლდა ოცნების დროს, ბევრი რამ ვერ გაითვალისწინა, თუნდაც ის რომ მორიელი ვარ. ტემპერამენტი და ვნებები მხოლოდ საწოლში არ აქვთ მორიელებს. ყველაფერში მძაფრად გვაქვს ასახული, საკუთარ თავზე ვატარებ ექსპერიმენტებს.
ეს კიდევ არაფერი...
ხშირად ვფიქრობ რომ ყველასთან რაღაცნაირად გამოგონილი და განსხვავებული ”მე” ვარ.
მაგალითად ერთმა მოიფიქრა და დაიჯერა რომ შეუძლია ვუყვარდე... ვიღაცას სჯერა თუ სჯეროდა რომ შეიძლებოდა მშვიდად ეცხოვრა ჩემს გვერდით. სხვებს სჯერათ რომ შესაძლებელია ჩემთან კარგი მეგობრობა, შემიძლია ვიყო კარგი და ერთგული მეგობარი, საყვარელი, მისი შვილის დედა. ან რა ვიცი...
მეც ბევრი ამ გამოგონილი და ჩემზე მოწებებული მახასიათებლების მჯერა... დავიჯერე რომ შემიძლია ვიყო, კარგი შვილი, კარგი და, რა ვიცი ზოგადად კარგი ნაცნობი და მეგობარი. რატომღაც მჯერა და მგონია რომ დედა ვიქნები კარგი... იცით რა არის ძალიან სამწუხარო? ბევრს ვუცრუებ იმედს. ძალიან ხშირად მგონია რომ ცდებიან ჩემში... მეშიანია იმის რომ, იმისდამიუხედავად რომ იდეალურად არავისთვის გამოვიყურები, უფრო და უფრო მეტი ხვდება შეცდომებს შემთან მიართებაში.
ზოგჯერ ვფიქრობ რომ ჩემი გამოგონილი პერსონაჟის არსი ამ ცხოვრებაში არის ის რომ, ადამიანებმა შეძლონ და აღიარონ შეცდომა, აღიარონ რომ ცდებიან როცა ფირობენ რომ ვინმეს კარგად იცნობენ.
სუიციდისკენ რომ ვიყო მიდრეკილი დავიჯერებდი, რომ უკანასკნელ წერილს ვწერ. მაგრამ ყველაფერზე მეტად მჯერა იმის, რომ საკუთარი თავი ზედმეტად მიყვარს მისთვის, რომ არ მივცე საკუთარი არსებობით ტკბობის გრძელვადიანი სასიცოცხლო ნეკტარი.
მგონია რომ საღად ვაზროვნებ და შემიძლია ცივი გონებით ვიმოქმედო.
მჯეროდა, რომ შემიძლია ურთიერთობის იქ შეჩერება სანამ შენელდება გულის ცემა, გახუნდება და გაუფასურდება ღიმილი.ზოგჯერ მგონია რომ ჩემი ესმით იმის მიუხედავად რომ ბევრს და უაზროდ თან გაურკვეველი შინაარსის სიტყვებით ვმეტყველებ. ზოგჯერ მინდა დავიჯერო, რომ უამრავი სიტყვიდან შეუძლია ის ერთი გაიგოს რომელიც მხოლოდ მისია.
მგონი ვჩურჩულებ და არ ესმით ჩემი...
ან ინებ, მათ ვინც მის წარმოსახვაში შემქმნა, მისივე კომფორტისთვის ხმას დაუწია ან MUTE-ზე დააყენა ჩემი გამოგონილი პერსონაჟი...

Wednesday, November 30, 2011

**** ბრწყინვალება...

რამოდენიმე დღის წინ ეს ფოტო ჩემმა მეგობარმა მე და კიდევ რამოდენიმე ჩემს მეგობარს მოგვიძღვნა. დავფიქრდი და მისი ხუმრობა საკმაოდ რეალისტურია. ამას დიდი რეზონანსი მოყვა და დავიწყეთ თავის მართლება , მაგრამ სულ ტყუილად. ეს მხიარული ჩამონათვალი საკმაოდ რეალურია დღეს. სასწაულის მოლოდინს გავს ყველაზე უმნიშვნელო კომენტარიც კი. საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ იმ ადამიანის ძებნას ვინც შეიძლება სრულიად არ არის რეალური. ვიგონებთ იდეალური მამაკაცის პარამეტრებს, თუმცა ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იმიჯნება ერთმანეთისგან. მოდი ისეთ მახასიათებლებს ჩამოვთვლი რაც მეტ-ნაკლებად სტანდარტია. 
ანუ უნდა იყოს: ძლიერი;
ჭკვიანი;
საქმიანი;
ყურადღებიანი;
უნდა ახსოვდეს ყველა მნიშვნელოვანი თარიღი თქვენი ურთიერთობის, თან ისე რომ არსად ქონდეს ჩანიშნული;
უნდა შეეძლოს სურპრიზების კეთება;
უყვარდეს თქვენთან ერთად სეირნობა;
თქვენი მოსმენა, მაშინაც კი როცა 1000 სისულელეს ლაპარაკობ და თავადაც კარგად იცი ეს; 
ხო აუცილებლად, ფინანსურად საკმაოდ მყარი, რომ თქვენი სურვილები იქამდე აასრულოს სანამ ამას თქვენ მოიფიქრებთ.
მაგრამ ეს რატომ ”თქვენ” და არა ”ჩვენ” ვერ მივხვდი... ამაზე მეც არ ვიტყოდი უარს.
უარს კი არა, დიდი სიამოვნებით შევირგებდი ასეთ ადამიანთან ურთიერთობას. 
მოდი ეხლა რეალურად გადავავლოთ თვალი და დავფიქრდეთ, შეიძლება ეს ყველაფერი ერთ კაცში ჩაეტიოს??? მგონი რომ არა, ხომ არ ჯობია ასეთი თვისებებით სხვადასხვა კაცისგან ერთი რომანტიული თაიგული შევკრათ და ხან ჭკვიანი გვყავდეს ხან მზრუნველი, ხან ფეხით მოხეტიალე და ასე დაუსრულებლად, როცა რა მოგვინდება იმის მიხედვით თაიგულიდან ერთი მამაკაცი...
ააა... უხამსობაა ეს ყველაფერი? გაუმაძღარი და დაუკმაყოფილებელი გგონივართ??? სულაც არა, მე პრაქტიკული ვარ. და თუ ვინმეს მართლა გონია რომ ამ ნაკრებს ერთში იპოვის ძალიან ცდება, ასეთი რამ არ არსებობს! ამის მისაღებად მხოლოდ ზემოთხსენებული ხერხი არსებობს. უნდა შევეშვათ კდემამოსილების ფარდის უკან მალვას და მარადქალიშვილობას. იმოქმედეთ რომ მიიღოთ ის რაც გსურთ, ნუ ფიქრობთ რას იფიქრებენ თქვენზე, უბრალოდ კარგად დაფიქრდით რა გინდათ ან ვინ გინდათ რომ იყოს თქვენს გვრდით.
ნუ გავაიდეალებთ ნურავის, ნუ ვეცდებით ვეძიოთ და ვიპოვოთ არ არსებული გმირი. ნურც იმას ვეცდებით რომ ძალით შევქმნათ ამ ღირსებების არ მქონისგან იდეალური მამაკაცი.
პირველ რიგში შევიყავროთ საკუთარი თავი. ვეცადოთ დავინახოთ ისედად როგორც გვინდა რომ სხვები გვხედავდნენ. ყველაზე მეტად რომ არ გეღიმება მაშინ ჩაიხედე სარკეში და თბილად გაუღიმე საკუთარ თავს. დილა დაიწყე იმით რომ საკუთარ თავს უთხრა: დღეს შენ იბრწყინებ! _ და გაბრწყონდები. 
ვერასოდეს იქნები ბედნიერი თუ არ გეცოდინება რა გაგაბედნიერებს. ეცადე მცირედმა გაგახაროს რომ მაგაზე მეტმა გაგაბედნიეროს. ეს ჩემი რეცეპტია, რომელიც საკუთართავს გამოვუწერე. არ გეტყვით და ვერ მოგატყუებთ რომ ამით ჩემი ცხოვრება უკვე შეიცვალა, რადგან ამწუთას დავფიქრდი ამ დეტალებზე. რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ის არის რომ , მე ხვალ დილით ისე გავუღიმებ საკუთარ თავს, როგორც არასდროს და სახლიდან გასვლისწინ ბედნიერ დღს ვუსურვებ. 
PS ღიმილი გადამდებია და ისმინება...

Sunday, November 20, 2011

კეთილი და ღიპიანი პოსტი

 მე მინდა ეს კეთილი და ღიპიანი პოსტი ჩემს ორ კეთილ ღიპიანს და კიდევ ორ მომავალ ნათლულს მივუძღვნა...
ამ ორიდან ერთერთმა მოახერხა და გადამდო ეს ორსულური ქცევები, უკვე როგორც საკუთარ შეგრძნებებს ისე აღვიქვავ ყველა მის სურვილს... ფორთოხლის სუნი მსიამოვნებს და საოცარად რეალურად ვგრძნობ მის ამსუნაგებულ მზერას.
არ ვიცი რისი ბრალია ეს ყველაფერი, ალბათ ასაკი ... ხო ამანაც იცის დედობრივი ინსტიქტების თამაში... მოდი ამაზე ბოლოს დამცინეთ, კომენტარში, თუ კიდევ გენდომებათ ჩემი დაცინვა...
იცით ვინმემ რა შეგრძნებაა, როცა დედა უნდა გახდე? ჯერ კიდევ გულისფანცქალით რომ ყიდულობ ტესტს მერე საგულდაგულოდ ჩუმად მარტო აკეთებ რომ ცრუ განგაში არ იყოს. იცდი და უაზროდ იწელება ის 5 წუთი სანამ უნდა გაწითლდეს ,,, და აი! არის!!! დადებითია!!! აქ იწყება თავდავიცყება!!!!
პირველი რეაქცია ხომ სიხარულია უზომო სიხარული, მერე პასუხისმგებოლობის მომატებული შეგრძნება. ამ დროს ხომ ისედაც ყველაფრის მიმართ განსაკუთრებულად ემოციური და გულჩვილი ხარ... აი ის 5 ცუთიც სანამ ჯერ მხოლოდ ეჭვი გქონდა უკვე პასუხისმგებლობით უცდიდი პასუხს...
მერე მშვიდდები და ალბათ მთელი 9თვე გრძელდება ეს უსასრულო სიხარული. 9 თვე გაქვს დრო რომ ამ სასწაულში იცხოვრო, შეგრძნებაში რომელიც არაფერს გავს დედამიწის ზურგზე, ერთადერთია.
მდგომარეობა, როცა შენში კიდევ ერთს გრძნობ, და ეს ერთი შენი გულის ქვეშ ჩუმად იზრდება... მარტო დარჩენილი ჩუმად უსმენ მის გულისცემას და გრძნობ როგორ უცემს გული. ნამდვილად გრძნობ ორ გულისცემას, იმისდამიუხედავად რომ ჯერ არ განძრეულა. ერთი შენი, დამძიმებული სუნთქვით აჩქარებული და მეორე სულ ციცქნა შენსაზე ბევრად სწრაფად ცემს.
რა შეგრძნებაა როცა ხვდები რომ ყველაზე, ყველაზე ახლობელი და თითქმის შენი სხეულის ნაწილი, კიდევ ერთი ადამიანი უნდა იყოს?! ეს პატარა არსება ისევეა, როგორც ხელი,  ხელის გული, გული თვალი რა ვიცი სხეულის ნებისმიერი ნაწილი.
შენშია შენახული და შენ ხარ მისთვის ყველაფერი, შენით სუნთქავს, შენით იკვებება და ხასიათიც შენგან ედება.მშვიდად არის როცა შენ არ შფოთავ, კიბეზე რომ ადიხარ მისი გულის ცემაც ჩქარდება. მუცელზე დადებულ შენს ხელისგულს თავისი ციცქნა ხელებით შიგნიდან ეფერება.
შენ ახლა ბევრად უფრო ჩვილი და გულჩვილი ხარ, ვიდრე ოდესმე. ყველაზე მარტივად გწყინს და  გიხარია. გეშინია და გშია ორი ადამიანივით. ცხოვრების წესი გაქვს შეცვლილი და ზრუნავ. მუსიკა ბევრად მელოდიური და მშვიდია რასაც შენ უსმენ. საჭმელი რასაც ჭამ, აუცილებლად კითხულობ შემადგენლობას... სურვილები, სურვილებიც ხომ როგორ გეცვლება, ადრე თუ ხორცი გიყვარდა ეხლა სალათები ყოფილა სასარგებლო...
შენ ხარ ჟანგბადი და სინათლე მისთვის, შენ ხარ ჯავშანი და სავანე... შენ ყველაზე მეტად ხარ პასუხისმგებელი მის მომავალზე, შენ უნდა მიიღო ყველაფერი სასარგებლო რომ მას გადასცე!!!
მე მიყვარს თქვენი დღევანდელი მდგომარეობა და მხოლოდ ვოცნებობ რომ მეც მოვისმინო ჩემში მეორე გულისცემა.

Tuesday, October 25, 2011

ფუჭი ოცნების კოშკები...

რაში გვჭირდება ადამიანებს ფუჭი ოცნების კოშკების აგება. ან რატომ გვაქვს ამხელა ნიჭი არაფრერში ვხარჯოთ ჩვენი ძვირფასი დრო?!
ამას განსაკუთრებული წარმატებით ქალები ვაკეთებთ.
ვიგონებთ ოცნების მამაკაცებს და მთელი ცხოვრება ყველა შემხვედრს მას ვადარებთ. თუ ვინმე ოდნავ მაინც წააგავს, გადავწყვეტთ რომ ეს ისაა და ერთადერთი შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
ოცნების, საქორწინო კაბები და თაიგულები გვაქვს თითქმის ყველას, პირველი ცეკვისთვის მელოდია... არადა ჯერ არც კი ვიცნობთ ისეთ ადამიანს ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას, კი არ შევძლებთ, უბრალოდ გვენდომება...
ისე, ძალიან მცირეა საჭირო რომ უსუსურმა ქალებმა თავი ბედნიერად ვიგრძნოთ.
”მეგობართან” გულახდილი საუბარი, რომელიც საკმაოდ იშვიათი გამონათებაა. უკვე ბედნიერები ვართ, რომ როგორც იქნა გული გადაგვიშალა და რა? რას ამბობს ამ საუბარში? იმას, რომ თურმე გარეწარია და ყველას (ქალებს), გამუდმებით რაღაცას ატყუებს და ყველასთვის ტკივილი მოაქვს, ოღონდ შენ არა!!! აბა რა უნდა მოგატყუოს? ხომ არაფერს დაგპირებია, არც ერთგულება შეუფიცავს. კიდევ რა ვიცი, არ ვიცი მიზეზი რატომ არ უნდა მოგატყუოს შენ. უნებლიედ გიჩნდება კითხვა ”მე რა, მამალი ვარ? რატომ მე არ მატყუებს” გიხარია და თან გული გწყდება. კი კაია, რომ არ გატყუებს, მარა ”ნუთუ ტყუილის ღირსიც არ ვარ?!”. ”დაჟე არც კი მატყუებს!!!” მაგის მერე სიმშვიდეს ინარჩუნებ და ასეთ დეტალებში აღარ ეძიები. აბა, მართლა ხომ არ იკითხავ, რატომ მე არ მატყუებო? მერე მოდის თანაგრძნობა, სიბრაზესთან და სიხარულთან შერეული. გინდა რომ შენც გული გადაუშალო, მაგრამ მერე ხვდები რომ შეიძლება, შენი გულახდილობა, გაცილებით შოკის მომგვრელი იყოს, ამიტომ ”ენას კბილს აჭერ” და თანაგრძნობით მრავალმნიშვნელოვნად იღიმი (გულახდილობას ისევ დაქალებისთვის ინახავ). ამის მერე მოდიხარ და გზაში გეწევა სიტყვები ”შენ მაინც ყველაზე განსაკუთრებული ხარ” აი!!! აი, სად დაგერხა!!! კოშკის ასაგები მასალა წამოგეწია... დაძინებაში, ფიქრი გიშლის უკვე ხელს და კითხვები, კითხვები... უპასუხო კითხვები!!!! რატომ ვართ ასე, ამდენხანს რა გვაიძულებს და რა გვაკავებს რომ სირაქლემას პოზაში, კოფორტულად გვაქვს ქვიშაში თავი ჩაყოფილი.

P.S.ამ კითვებზე პასუხი მეც არ მაქვს და ამიტომაც შუა გზაში გავწყვიტე პოსტი...
ბოლო იმედივით მაქვს, კითხვაზე პასუხის მიღება...

Friday, October 21, 2011

ჩემი უცვლელი ოთახი...

ამ პოსტის დაწერა თათას, ოთახურმა პოსტმა მომანდომა...
ისე თბილად აქვს საკუთარი ოთახი დახატული, სახლში წასვლა და ჩემს ოთახში შეკეტვა მომინდა.
წლების განმავლობაში, ერთადერთ ასეთ მყუდრო ადგილად, ჩემს ოთახში საწერი მაგიდის კუთხეს ვთვლიდი.
ჯერ კიდევ მაშინ, სკოლის დავალებებს რომ ვაკეთებდი, ზოგჯერ იძულებით გამოკეტილი.
საწერი მაგიდა, ზემოთ ბევრი წიგნით გამოტენილი 4-5 თარო, გვერდით კიდევ ასეთივე კედელში შედგმული, წიგნების სიმძიმით დაღლილ თაროებიანი კარადა. თითქმის ჩემი ასაკის სანათი (ნაჩნიკი), რომელსაც ცალკე ისტორია აქვს... ბაღში, ჩემი ”პაკლონიკი”-ს მამამ საჩუქრად გამომიგზანა, ისე, რომ მგონი შვილმა დღესაც არ იცის :)))
მაგიდაზე ყოველთვის ქაოსი, რომელიც თავისებურ მყუდროებას ქმნიდა, მიმობნეული უამრავი წიგნი და რვეული. თეთრი, ვარდისფერ ორნამებტებიანი, თიხის პასტების ჩასადები. უჯრა რომელშიც ქაოტურად ეყარა აქტუალური ნივთები თუ სუვენირები. ეს შეიძლება წერილი ყოფილიყო, ისტორიის ან ფიზიკის გაკვეთილზე, ჩუმად მიმოწერილი, გოგოებში. თემები ათასნაირი... მასწავლებლის ვარცხნილობა ან კაბის ფერი, შეიძლება პარალელურ კლასელი ბიჭის მზერა. რა არ მოგივა თავში, იმისათვის რომ თავი გაირთო გაკვეთილზე.
გაკვეთილების მზადების პარალელურად ჩანაწერების კეთება და ოცნება რომელიც გროვდებოდა და გროვდებოდა. არ მახსოვს მაშინ რაზე ვოცნებობდი და რამდენად მოხდა ამ სურვილების მატერიალიზაცია, უკვე დღევანდელ ცხოვრებაში.
მეათე კლასში ამ ადგილს ერთი ძვირფასი ადამიანის ფოტო დაემატა, ისიც თითქოს სულ ჩემთან იყო იმ განმარტოებულ მყუდროებაში.
ამის მერე, პერიოდულად იცვლებოდა მაგიდაზე გაშლილი წიგნების სახელები, რვეულები ... სკოლა, უნივერსიტეტმა შეცვალა, აქტუალურმა სუვენირებმა უჯრიდან კოლოფში და უჯრის ქვემოთა პატარა კარადაში, ოჯახური ალბომების გვერდით გადაინაცვლა, მათ ადგილას ბევრად აქტუალური ნივთები მოთავსდა...
ისე, რა საინტერესოა, როგორ იცვლება შეხედულებები და როგორ კარგავს აქტუალურობას სამახსოვრო ნივთები.
ამ ოთახში დღესაც ისევე კიდია წიგნებით გამოტენილი თაროები და უფრო მეტად, უკვე წლებით დაღლილ თაროებიანი კარადა...  იგივე მაგიდა დგას, თითქმის 22 წლის სანათი. ვარდისფერ ორნამენტებიანი თეთრი პასტების ჩასადები კიდევ დევს, კვლავ არეულ მაგიდაზე და სურათიც...
ეხლაც, როცა განმარტოვება მინდება, საკუთარ თავთან და წარსულთან ამ არეულ მაგიდაზე, წიგნებს მივწევ და ჩემი ნოუთბუქით მივუჯდები ხოლმე. დღესაც იგივე სიამოვნებას მანიჭებს, ამ კუთხის საგულდაგულოდ დალაგება. კიდევ ვხვდები ”აქტუალურ” ნივთებს, ახალ-ახალი ისტორიებით დატვირთულს და ჩემთვის სიამოვნებით ვიღიმი. მსიამოვნებს, რომ ჯერ კიდევ მაქვს ადგილი სადაც ყველაფერს ჩემი სუნი აქვს, ყველაფერი ჩემს ხმაზე ხმაურობს.
ერთი შეხედვით ცვალებადი ადამიანი ვარ, მაგრამ მიყვარს რომ ჩემს ოთახში უცვლელი ქაოსი სუფევს.

Thursday, October 20, 2011

ეგვიპტე, მისი სიდიადით და ჩემი სუბიექტური თვალით....

ამ წერილით მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს. მას, ვინც თურმე ჩემსავით ოცნებობდა ეგვიპტის და დიადი პირამიდების, საკუთარ თვალით ნახვაზე.
მე კიდევ, ჩემი გადამეტებული და თავხედი ემოციებით, მოვუკალი ეს სურვილი.
       ყველაფერი თბილისის აეროპორტით იწყება ისევე როგორც ყველა ”პაესტკა” ფრენით,
მერე შარმ-ელ შეიხი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წითელი ზგვის სანაპირო, მარჯნებით და კამკამა წყლით, ისეთით მანამდე რომ არსად მენახა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წყალი ისეთი შაბიამნისფერია როგორც ბასეინში. საოცრება თვითმფრინავის ილუმინატორიდანვე თვალნათლივ ჩანს. უზარმაზარი უდაბნო - ქვიშის ოეანე, ულამაზესი და ძალიან ბევრი ლამაზი წყალი. სული გეკვრება და ენა გივარდება. თბილისის არეული ამინდებიდან შესაბამისი სამოსით წასულებს, ცხელი ჰავა და მასთან მოულოდნელი შეგუება მოგვიხდა.
        გაოცებას იწვევს არც თუ ევროპული დახვედრა, ვიზას ადგილზე, აეროპორტში იღებ თუ დამატებით თანხა გადაიხდი არავინ შეგაწუხებს ბლანკების შევსებაზე. ავტობუსში მარტივად დადებენ უზარმაზარ ჩემოდან, თუ რა თქმა უნდა ფულს ფაგაიხდი. სასტუმროს ნომერიც შეიძლება მარტივად გამოცვალო და სასურველი აირჩიო, ისევ თანხის სანაცვლოდ, მაგრამ მე და ჩემს თანამგზავრს (დაქალს) გაგვიმართლა და მომხიბვლელი ღიმილით თუ დადებითი აურით, პირდაპირ შეგვხდა მოსაწონი ნომერი.
სატუმროს ბასეინში გაგრილების მერე იწყება შემდეგი დღეების დაგეგმვა, ექსკურსიები, პკლაჯზე გასვლა და შოპინგი, ეს ყველაფერი აუცილებელია რაც უნდა მოესწროს 10 დღიან დასვენებაში.
გეგმები ასეთია :
1. ქაირო და პირამიდები, შესაბამისად სფინქსი და ნილოსზე გასეირნება, იქვე შოპინგი, პაპირუსის საამქრო, ეთერზეთების ქარხანა და მუზეუმები.
2. სინას მთა და წმინდა ეკატერინეს მართმადიდებლუეი ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა ტარდება და მართმადიდებელი ბერები წირავენ.
3. დაივინგი
4. კვადროციკლებით უდაბნოში ვოიაჟი.
5. აუცილებლად გასეირნება ყველაზე ხმაურიან ადგილას შარმში, ეს არის ნაამა ბეი. თითქმის ევროპული ადგილი, ბევრი მაღაზიით, რესტორნით და კაზინოებით ასევე საკმეოდ სერიოზული სასტუმროებით.
ექსკურსია ქაიროში დაიწყო ღამის 1.00 საათზე. გზაში, დილის 8.00 საათზე, საკმაოდ ცუდ ადგილას საუზმე. მერე დაახლოებით11-ზე უკვე ქაიროში, დადგა ჟამი ბავშბის და მთელი შეგნებული ცხოვრების  ოცნების ასრულების. ჩემი თვალით ვნახე პირემიდები. მოდით ცოტა რეალურად აღვწერ ქაიროს დიდებულებას, მოსახლება დაახლოებით 8 მილიონი კაცი. ეს არის მიზეზი რითაც ხსნიან იქაურ ანტისანიტარიას. ეს არ ვიცი შეიძლება გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ მზგავსი რამ 90-იანებში ხდებოდა ჩვენთნ და ცუდ მოგონებად მაქვს დარჩენილი. მთლიანობაში ქალაქი ლამაზია.  
    ნილოსი, საპატიო ადგილი უკავია არამხოლოდ ქალაქში, არამედ მსოფლიო რუკაზეც. თუმცა დაახლოებით ისეთი არომატია მის სანაპიროზე, როგორც თბილისში მტკვართან, ცხელ ზაფხულში. დიდი პატივით გავისეირნეთ ნავით ამ მდინარეზე. ნიანგები არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი არიან თუ არა კიდევ დარჩენილი... ხო კიდევ ერთი, თურმე სახლების ფასი ყველაზე ძვირია ამ სანაპიროზე.
ქაიროში არის ასევე, წმინდა გიორგის ქრისტიანული (კოფტების )ეკლესია, როგორც ამბობენ იქ ასებული რგოლი და ჯაჭვრბი არის ის, რითაც წმინდა გიორგი აწამეს, თუ ამ ნივთებს შეეხები  და სურვილს ჩაუთქვამ აგისრულდებაო....
  დავუბრუნდეთ პირამიდებს, ვის ზუსტად არ ვიცი მაგრამ ზუსტად ვიცი რომ უთქვამს... -თუ პირამიდები არ გინახავს ე.ი. ეგვიპტეში არ ყოფილხარო. ამ აზრს აბსოლიტურად ვეთანხმები. კიდევ ერთიც აქვთ ნათქვამი, თუ პირამიდები არ გინახავს ე.ი. არ გიცხოვრიაო, აი ამას ვერ დავეთანხმები, ბევრს არ უნდახავს, მაგრამ საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობს ;)
სფინქსიც, დგას და დუმს როკორც პირამიდები, იქაურობას უამრავი ტურისტი და ადგილობრივი ახმაურებს, თან საკმაოდ წარმატებით. მარტო რომ ჩახვიდე და და განმარტოვდე ამ დიდებულების წიაღში გაცილებით უკედ დააგემოვნებ იქაუ ღირებულებებს.

მუზეუმი, სადაც მოსახვედრად უნდა გაიარო თვალუწვდენელი რიგი ბილეთების და საშვის აღება, კიდევ გიდი რომელიც მთელს გუნდს ”კოდურ” სახელს "HABIBI"-ს ეძახდა. ამას ისეთი ხმით გვეძახდა მთემლს მუზეუმში ისმოდა და ჩვენც, დაბნეული წიწილებივით მის ირგვლივ ვგროვდებოდით ისტორიული ცნობების გასაგებად. ასევე პაპირუსების ქარხანა სადაც შევიძინე ”განსაკუთრებული” განსაკუთრებულად ძვირი პაპირუსი...

სინას მთა და სასწაულმოქმედი ძალა ...

ეს ექსკურსია იწყება ღამის 11საათზე, დაახლოებით 2 საათია საჭირო რომ მიხვიდე ადგილამდე სადაც ავტობუსი ჩეწრდება. მერე იწყება საკმაოდ რთული გზა. გადიხარ დაახლოებით 7 კილომეტრს ფეხით, ეს გზა მთილანად მიდის მთაზე, კლდეზე. გზა რა თქმა უნდა ბნელია ანათებს ყველა ტურისტი ადგილზე დარიგებული ფანრებით, ყველა გუნდს საკუთარი გიდი ყავს, რომელიც გზადაგზა გვასვენებდა, იქ ასასვლელად დიდი მონდომება და ასევე,  თანაბრად გადანაწილებული ძალაა საჭირო.
გზაში გხვდებიან ბედუინები რომელიც გთავაზობენ აქლემით აყვანას.
თქმულება იმის შესახებ, რომ ვინც სინას მთაზე ფეხით ავა და იქ განთიადს შეხვდება ყველა ცოდვა მიეტევება გაძლევს ძალას რომ ფეხით განაგრძო დარჩენილი გზა. ეს მინიმუმი იყო რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ჩვენი ცოდვბის გამოსასყიოდად.  გზის დასასრულს უკვე თითქმის განთიადიც ახლოვდება და ყველა მიიჩქარის განთიადს იქ, ზემოთ იმ პატარა ტაძართან შეხვდეს. იქ, სადაც მოსეს 10 მცნება გადასცა უფალმა.
თითქოს დაღლილობა უკვალოდ ქრება. ცივა და ოფლიანი ტანსაცმელი ზედ გაშრება, მაგრამ ბენიარეი ხარ, იმის ხილვით რაც იქიდან ჩანს. სალი კლდეები დილის მზის სხივებით და ამაღლებული განყობით გაჯერებული.
ეს ერთადერთი ადგილია ეგვიპტეში, სადაც ზამტარში თოვლი მოდის.
სინას მთის ძირში, არის წმინდა ეკატერინეს ტაძარი სადაც, მარჯვენა ხელის მტევანი ინახება და ეკატერინეს ბეჭედი, რომლის ასლსაც ყველა მომლოცველს, მას ვინც დილის წირვას დაესწრება  საჩუკრად გადასცემენ.
გაოცებას იწვევს, მუსულმანურ ქვეყანაში ასეთი მართმადიდებლური სიწმინდის ასე დაცვა.






კვადროციკლებით უდაბნოში გასეირნება...
ვისთვის როგორ... მაგალითად ჩვენებს, ვინც იქ იყვნენ ზოგს არც კი მოეწონა.
ჩემი აზრით ეს არის ადრენალინის, უდაბნოს ქვიშის მტვრის და დიდი ემოციების თაიგული.
შუა უდაბნოში კლდეებს შორის არის პატარა მყუდრო მოსასვენებელი ადგილი.    მოედნიტ სადაც სავარაუდოდ გასარტობი ღონისძიებები ეწყობა, აქ უფასოდ შემოგთავაზებენ ადგილობრივ, უგემრიელეს ჩაის. არის უამრავი სუვენირი რომელიც შეგიძლია შეიძინო.
ეს გასეინება ჩემს თავს ორჯერ ვაჩუკე მათ შორის ღამე, ღამე კი არა დილის 4 საათზე და მზის ამოსვლას იქ შევხვდით. ლამაზი და უჩვეულოა ეს ყველაფერი თავსაფარი და სათვალე მტვერისგან დასაცავად, სიბნელეს კვადროების დანათება შველის. ეს ერთ-ერთი შთამბეჭდავი რამ არის, რაც უნდა ქნა ეგვიპტეში.
დაივინგი, ეს ისეთი შთაბეჭდილების მომტანია, რომ შეიძლება წალში ემოციებით გაიგუდო!!!!
ულამაზეს ზღვის სამყაროს ხელით ეხები. კუსტოს ოდისეას რომ ვუყურებდი, სულ ვოცნებობდი აკვალანგი გამეკეთებინა და თუნდაც 1 წამით ჩამეყვინთა, აქ თითქმის ნახევარი საათი ვიყავი 20 მეტრის სიღრმეზე წყალში. ინსრუქტორს ვალსი ვეცეკვე და ერთჯერადი საწყალქვეშო 17$ ფოტოაპარატიტ დავაფიქსირე ის რასაც ვხედავდი. წიტელი ზღვა ისეთია აუცილებელი არ არის ჩაყვინტო რომ ეს ყველაფერი ნახო, კამკამა სანაპირო, ნაკრძალია და ისეთი თევზები ცურავს შენს გვერდით, რომ ცურვა გავიწყდება.
კიდევ ერთი, ეგვიპტეში არის უამრავის სურნელოვანი ზეთი. ნებისმიერი პარფიუმის სუნით.
იყო პარფიუმერული სალონი სადაც ერთი სიმპატიური პარფიუმერი ყოველდღე მაცდუნებლად მეპატიჟებოდა ჩაიზე, მეც ერთხელ ვცდუნდი. ჩაის სმასთან ერთად სპეციალურად ჩემთვიას, რამოდენიმე არომატისგან ჩემი სუნამო შეაზავა SPECIAL FOR ME.
საერთო ჯამში ჩემო ძვირფასო მეგობარო, ეგვიპტე გაძლევს საშუალებას რომ ერთ მოგზაურობაში განუზომელი ემოციები შეაგროვო. აივსო იმით რითაც ბევრი ვერ ივსება. წამოიღო ბევრი სუვენირი და სურათი. დაღლილობის მიუხედავად ”იმარიაჟო” ყველა შემხვედრთან, თუნდაც მარტში ”ზაგარით”, რასაც უამრავი კითხვა მოყვება. შენ, ძალიან თავდამჯერედ მსუბუი ინდეფენტურობით პასუხობ.-არა იცი, სოლარიუმში კი არა ეგვიპტეში ვიყავი, 1 კვირის წინ და წითელის ზღვის პლაჯზე დავიზაგრე, მერე მოდის და მოდის...
იხსენებ მხოლოდ ყველაფერ კარგს და სრულებით არ გახსოვს, პირამიდაში ჩასულს ”კლაუსროფობიის” პირველი შეტევა, მისი უსიამოვნო სუნი, უდაბნოს კვიშით გავსებული პირი, გახსოვს მხოლოდ ის რომ 1 კვირის წინ ყველაზე ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ძალიან ბევრს აქვს, მხოლოდ შენ აისრულე.
მერწმუნე, ბევრი ცდილობდა რომ გადამეფიკრა, იქ წასვლა მე კიდე ავდექი და წავედი, წავედი და ვნახე, ვნახე და ვისიამოვნე!!! აი ასე, და შემდეგშიც თუ კიდევ ოდესმე მომეცა საშუალება კიდევ ვესტუმრო ეგვიპტეს, მაქსიმალურს გავაკეთებ რომ შენც წამოხვიდე, ან შენით წახვიდე და მიიღო ოპირველად ნახვის სიამოვნება.