Pages

Wednesday, January 4, 2012

ეგოიზმი

მე იმაზე იშვიათად და ნაკლებად ვარ ეგოისტვი ვიდრე ვაღიარებ...

ეს აზრი წუხელ მომივიდა თავში, ჩემს ”მეგობარს” ძილი წინ რომ დავემშვიდობე, მან კი მთხოვა ცოტა ხანს ნუ დაიძინებ დამელოდეო. ზუსტად 2 წუთში, კი მომწერა, ვსო უკვე მეც დავწექი შეგიძლია დაიძინოო... გამეცინა. მესიამოვნა თუ მეწყინა არ მახსოვს, მეძინებოდა და ეს SMS სიზმრიდან გამოთრევასავით იყო. აი ისე, მომაკვდავის ხილვებში,  ბნელი გვირაბის ბოლოს, ძალიან შორს ნათელი შუქი რომ მოსჩანს და ამ დროს ექიმების დიდი ძალისხმევით და ელექტროშოკით მოათრევენ სიცოცხლეში. სამწუხაროდ შეგრძნება რაც ვიგრძენი ამ გამოღვიძებით, ვერ დამამახსოვრდა.
ეგოისტია ჩემი ”მეგობარი”? ვკითხე კიდეც და პასუხად მივიღე: არა ეგოისტი არ ვარ მართლა, მაგრამ ხანდახან იშვიათად ვიქცევი. ეგოისტების ადვილად მესმის და არ ვბრაზდები.
ამის მერე დავფიქრდი, მე როგორ ვიქცევი და ვექცევი ეგოიზმს? ვემეგობრები! ვინ თქვა არ ვიცი, მაგრამ მშვიდი ცხოვრების წყურვილი, სულიერი ეგოიზმია... რთულია არ დაეთანხმო.
არ მახსოვს მე გამიკეთებია თუ არა მზგავსი რამ, მაგრამ ნამდვილად მახსოვს რომ მიფიქრია. თუნდაც ის რომ, როცა სამსახურიდან ჩემზე ადრე უნდა წავიდეს ვეხვეწები სულ ცოტაც დარჩეს და მერე წავიდეს. ერთად არც გვძინავს და არც ვმუშაობთ. უბრალოდ შეგრძნება, რომ გელოდება და უშენოდ არ მიდის ან არ იძინებს, ეგოისტურად სასიამოვნოა.
ხშირად ხდება, რომ საკუთარ ჩვევებს ეგოიზმში ვფუთავ და თავის გასამართლებლად  ვამბობ, რა ვქნა ეგოისტი ვარ და ვერაფერს ვუხერხებ ამ ჩვევას. ეს ისეა, სიგარეტს რომ ვერ ანებებ თავს და ყველა მოწევაზე ხაზგასმით ამბობ, ნებისყოფა არ მყოფინს, არ მოვწიო. 
ეხლა ვხვდები რომ ეგოიზმი კრიტიკაში და თვითირონიაში საგულდაგულოდ გავახვიე და ახალ დემაგოგიას ვაწყობ.
მე მიყვარს თვითკრიტიკა, განსაკუთრებით მაშინ როცა არ მეთანხმებიან, მაგრამ ჩემდასამწუხაროდ ხშირად დამაჯერებელი ”რეჩი” მაქვს.
ზოგჯერ , მხოლოდ იმიტომ რომ თავზე ხელი გადაგისვან და გითხრან რომ შენ ყველაზე საუკეთესო ხარ, შეიძლება ათასი საშინელება თქვა საკუთარ თავზე და ამ დროს იმის ნაცვლად რომ საწინააღმდეგო გითხრან და თან დაგიმტკიცონ, თავს გიქნევენ თანხმობის ნიშნად :)))))
PS ჩვენ, ეგოისტებს გვიყვარს საკუთარი თავი ;)))

3 comments:

  1. მეც საშინლად ეგოისტი ვარ :შ
    მაგრამ არ გამოვხატავ ხოლმე და ვცდილობ სულაც არ ვიყო ეგოისტი :დ

    მაგრამ, ისინი რაც სენ გაქვს ჩამოთვლილი ვფიქრობ სულაც არაა ეგოიზმი, უფრო სხვა რამეა. აი რომ გსიამოვნებს რომ ვიღაც ანგარიშსს გიწევს. ეგოიზმი რა იქნებოდა იცი? რომ ეთხოვა შენს მეგობარს დამიცადე ერთად დავწვეთო და არ დალოდებოდი და მეორე დღეს შენ მოგეთხოვა იგივე :დ

    ReplyDelete
  2. აი ეგ სხვა რამე რომ არ ვიცი რა არის, მე ეგოიზმი დავარქვი, და იქნებ იმიტომაც, რომ თუნდაც შე გეთქვა, ეგოისტი არ ხარო :)))))

    ReplyDelete
  3. ყველა ადამიანში არის ეგოიზმი. შენ ეგოისტი არ ხარ, უბრალოდ თვითკრიტიკული და რაციონალური ხარ სულ ესაა და ძალიან მომწონს შენი ეს თვისება. :)

    ReplyDelete