Pages

Monday, April 16, 2012

მე და მამა...

 მე და მამას, ძირითადად, ნორმალურზე კარგი ურთიერთობა გვქონდა...
ვერ ვიტყვი რომ სანადიროდ ან სათევზაოდ დავყვებოდი, არც ფეხბურთს ვგულშემატკივრობდი მასთან ერთად, მარტივი მიზეზის გამო, არცერთით არ იყო არასდროს გატაცებული... თუმცა, რომ ყოფილიყო ნამდვილად ვიცი, რომ მე მატარებდა, იმისდამიუხედავად, რომ 12 წლით უფროსი ძმა მყავს...
ნაბოლარა”, თან გოგო...
მამებს და გოგოებს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ დგება დრო როცა ვიზრდებით და მამა-შვილური რომანტიზმი სადღაც ქრება.
მიზეზებს რა დალევს, გვიან მოსვლა ან სადმე თუნდაც დასასვენებლად მეგობრებთან წასვლა. საყვედურები მისგან, საყვედურები ჩემგან... აშორებს პრობლემები ადამიანებს...

დაახლოებით ერთი თვის წინ მანქანა ვიყიდე, მართვის მოწმობა ჯერაც არ მაქვს...
თუკი სადმე მივდივარ თან მიმყავს ჩემი მანქანით. დავყავარ და ტარებაში მავარჯიშებს ისე როგორც ძალიან დიდი ხნის წინ, სოფელში დამსვამდა თავის მანქანაზე და ამაყად მასწავლიდა...
ამ ”უპრავობის” ორომტრიალში რომანტიზმი მომეძალა. 15-20 წლის წინანდელი ამბები მახსენდება.
ჯერ კიდევ შევერცხლილი თმით მამა და უაღრესად გათამამებული მე. სოფლის გზაზე შეცდომითი მანევრირებით ოთხივე საბურავი ჰაერში დავუტოვე მანქანას. გამვლელები დაგვახმარნენ და ხელით გადმოიყვანეს მანქანა. დამშვიდობებისას მამამ ამაყად გაიმართლა თავი, რა ვქნა სწავლებაც მსხვერპლს მოითხოვს ალბათო.. მათაც ღიმილით გადმომხედეს და წარმატება მისურვეს.
ახლა უკვე თეთრად გადაპენტილი თმით და მეტი სიფრთხილით, ქალაქის ვიწრო  და ფართე ქუჩებში, უფრო დაძაბული მაგრამ მეტი თავშეკავებულობით, ფრთხილად მაძლევს შენიშვნას რომ არ დამაბნიოს და შეცდომა გამოუსწორებელი არ აღმოჩნდეს.

P.S. მინდა მარვის მოწმობა და თან ძალიან, მაგრამ მომწონს რომანტიზმით გაჯერებული მე და მამას რეალობა!



5 comments:

  1. მართვის მოწმობის გარეშე როგორ დადიხარ ქალაქში? არ გეშინია რომ დაგაჯარიმებენ?
    და რატომ არ აიღებ?
    მე დღეს ჩავაბარე თეორია, პრაქტიკასი ცავჭერი და 1 კვირაში ვცდი

    ReplyDelete
  2. მეშინია, მაგრამ რა ვიცი აბა მაინც ვბედავ. რაც შეეხება აღებას, მეც ჩავიჭერი და ვემზადები შემდეგი ცდისვის.

    ReplyDelete
  3. რაღაცნაირად, უცებ მომინდა რომ მამა გავხდე და ზუსტად ასეთი რამდენიმე შვილი მყავდეს. სასიამოვნოდ გავოცდი– ულამაზესი წერილია. :)

    ReplyDelete
  4. ra magaria ara?! uceb gadavardi bavshvobashi sul ragaca martivi mizezit...
    mec minda mama... ai egeti... prtxilad rom madzlevdes shenishvnas, xandaxan mibrazdebodes, ainteresebdes sad mivdivar da vistan ertad... rodis davbrundebi da vin mimiyvans.... mombezrda amdeni tavisupleba... zedmeti tavisuplebac cudi yopila turme... me aravin mascavlis da aravin marigebs, tarebac chemit viscavle, manqanasac chemit varchev da martvis mocmobis asagebadac chemit cavalll da AGAR MINDA... MAMA MINDA :(

    ReplyDelete
  5. :*:*:*:* იცი რაშია საქმე? გეთანხმები!
    თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც მბეზრდება ხოლმე, როცა მაქვს... :ჵ
    მინდა რომ დიდხანს ძალიან დიდხანს ვცუხდებოდი მისი კონტროლით და არ მენატრებოდეს ეს ყველაფერი, ისე როგორც მენატრება ბევრი რამ.... მე წაგიყვან თათ გამოცდაზე!

    ReplyDelete