Pages

Sunday, September 23, 2012

მოვიდა დრო, შენც წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან...

ადამიანის ცხოვრებაში სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ზოგჯერ ხშირად და საუკეთესო შემთხვევაში უიშვიათესადაც დგება, დრო განშორებისა...
ჩემს ცხოვრებაში, სამწუხაროდ, უკვე არაპირველი განშორების დრო დადგა! მე არ ვიცი რამდენად ყოფილა სხვა განშორებები ჩემი ინიცირებული, ან ეს რამდენად დამბრალდება ამჯერადაც მე, მაგრამ ვიცი რომ ეს ”რაღაც” აუცილებლად ძალიან სასწრაფოდ უნდა მორჩეს!
ყველა განშორფებას საკმაოდ მტკივნეულად განვიცდი და საკმაოდ დიდი დრო მჭირდება ხოლმე აზრზე მოსასვლელად, მაგრამ 2-3 დღის წინ დავფიქრი და მივხვდი, დაუშორებლობა უფრო მტკივა ვიდრე ეს განშორების სუნი.
თუ, ადამიანისთვის არაფერი ხარ, რა აზრი აქვს რამეს?!
დიახ! ზუსტად! მე, მისთვის არაფერი ვარ. არ დავწვრილმანდები და არ ჩამოვთვლი არაფერ კონკრეტულს, გარდა 1-2 ფაქტისა:
პირველად, როცა წავედი საშინლად გაბრაზებული, მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა, იმდენად გაბრაზებული და აღზნებული რომ თავში მეც და მასაც, შესაძლოა ერთდროულად, გაგვიელვა ფიქრმა ”რაღაც ცუდი მოხდება...”.
ჩემი მანქანიდან გადასულმა, კარი რომ მომიჯახუნა და წავიდა, შიგნიდან ჩავკეტე საკეტები, ფანჯარას ავუწიე და ალბათ 15 წუთი გაუნძრევლად ვტიროდი, მერე ძალა მოვიკრიბე და გიჟური სისწრაფით და ცრემლებით დაბინდული თვალებით ვიარე ბევრი, იმდენი სანამ არ აღმოვაჩინე, რომ ბენზინი იცლებოდა ავზში.
ბენზინის ჩასასხმელად გაჩერებულმა, დავინახე როგორი გაოცებით მიყურებდა გალფის თანამშრომელი, დამშვიდობებისას მორიდებით მითხრა, გოგონი ცოტა დამშვიდდით და მერე წადითო, მანდ ვივხვდი რომ უნდა გავჩერდე.
გავჩერდი და წავედი სახლში. რამდენიმე დღის მერე ან არ ვიცი კიდევ უფრო მეტის შემდეგ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. იმ წასვლით ვერც ვერაფერი დასრულდა და არც არაფერი გაირკვა, მის თვალში მარტივი, ქალური ისტერიკა იყო.
მორიგი ჩემი წასვლა ზუსტად 4 დღის წინ იყო. მანქანის კარის მოხურვა არ ვაცადე ისე დავძარი მანქანა და წამოვედი, 4 დღე გავიდა და ჯერ არ უკითხავს გადავურჩი თუ არა ”მორიგ ისტერიკას”.
რა მნიშვნელობა აქვს ახლა რამეს?! ვინც არ უნდა იყოს, რა სტატუსიც არ უნდა ქონდეს ადამიანს, შეიძლება რომ ამის მერე არცერთხელ მოიკითხო?
მე გადავწყვიტე და მივხვდი რომ 4 დღის წინ დასრულდა ყველაფერი. ეს პოსტიც მხოლოდ იმისთვის არის, რომ დავულინკო და ვუთხრა ”მე შენთვის 4დღის წინ, ავტოავარიაში მოვკვდი!!!”

2 comments:

  1. "განშორებების სუნი" – გენიალური ფრაზაა. რაშია საქმე იცი ნათ: არასოდეს არ უნდა დატვირთო განშორებები იმაზე მეტი ემოციით –ვიდრე ერთად ყოფნის პერიოდი და მერე ყველა მოგონება , ყველა განშორების შესახებ მხოლოდ სასიამოვნო და აუცილებელ მოგონებად დაგრჩება. თუმცა ვინ იცის , იქნებ ამ განშორებების თანმდევი სურნელია, მომავალში ნაპოვნი ბედნიერების შენარჩუნებისთვის აუცილებელი ფაქტორიც. სამწუხაროდ ამომწურავი პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს.ერთს გირჩევ: შეიყვარე ადამიანები ისეთები – როგორებიც არიან და ნურასოდეს მოელი მათგან იმაზე მეტს ვიდრე ისინი იმეტებენ შენთვის. დაე თვითონ გაგაოცონ თავისი უზომო ემოციური ხელგაშლილობით და სიყვარულით. მე პირადად ძალიან მიყვარხარ და აუცილებლად გნახავ უზომოდ ბედნიერს! :*

    ReplyDelete
  2. მე ვიზრდები ურთიერთობებში, მაგრამ ზედმეტად ვეჩვევი და დამოკიდებული ვხდები.
    ზოგჯერ ის მომენტიც კი, რომ ვზრუნავ და ყურადგებას ვიჩენ იმაზე სასიამოვნოა ვიდრე მისი”ფიდბექი”. ვიცი, ვიცი პარანოია ეს ყველაფერი და სადო-მაზოხიზმი :))) მე მიყვარხარ შენ და ვივსები ხოლმე შენი რჩევებით. მპუა, დავბრუნდები 1 კვირაში ბედნიერი და გნახავ!!!

    ReplyDelete