რამოდენიმე დღის წინ ეს ფოტო ჩემმა მეგობარმა მე და კიდევ რამოდენიმე ჩემს მეგობარს მოგვიძღვნა. დავფიქრდი და მისი ხუმრობა საკმაოდ რეალისტურია. ამას დიდი რეზონანსი მოყვა და დავიწყეთ თავის მართლება , მაგრამ სულ ტყუილად. ეს მხიარული ჩამონათვალი საკმაოდ რეალურია დღეს. სასწაულის მოლოდინს გავს ყველაზე უმნიშვნელო კომენტარიც კი. საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ იმ ადამიანის ძებნას ვინც შეიძლება სრულიად არ არის რეალური. ვიგონებთ იდეალური მამაკაცის პარამეტრებს, თუმცა ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იმიჯნება ერთმანეთისგან. მოდი ისეთ მახასიათებლებს ჩამოვთვლი რაც მეტ-ნაკლებად სტანდარტია.
ანუ უნდა იყოს: ძლიერი;
ჭკვიანი;
საქმიანი;
ყურადღებიანი;
უნდა ახსოვდეს ყველა მნიშვნელოვანი თარიღი თქვენი ურთიერთობის, თან ისე რომ არსად ქონდეს ჩანიშნული;
უნდა შეეძლოს სურპრიზების კეთება;
უყვარდეს თქვენთან ერთად სეირნობა;
თქვენი მოსმენა, მაშინაც კი როცა 1000 სისულელეს ლაპარაკობ და თავადაც კარგად იცი ეს;
ხო აუცილებლად, ფინანსურად საკმაოდ მყარი, რომ თქვენი სურვილები იქამდე აასრულოს სანამ ამას თქვენ მოიფიქრებთ.
მაგრამ ეს რატომ ”თქვენ” და არა ”ჩვენ” ვერ მივხვდი... ამაზე მეც არ ვიტყოდი უარს.
უარს კი არა, დიდი სიამოვნებით შევირგებდი ასეთ ადამიანთან ურთიერთობას.
მოდი ეხლა რეალურად გადავავლოთ თვალი და დავფიქრდეთ, შეიძლება ეს ყველაფერი ერთ კაცში ჩაეტიოს??? მგონი რომ არა, ხომ არ ჯობია ასეთი თვისებებით სხვადასხვა კაცისგან ერთი რომანტიული თაიგული შევკრათ და ხან ჭკვიანი გვყავდეს ხან მზრუნველი, ხან ფეხით მოხეტიალე და ასე დაუსრულებლად, როცა რა მოგვინდება იმის მიხედვით თაიგულიდან ერთი მამაკაცი...
ააა... უხამსობაა ეს ყველაფერი? გაუმაძღარი და დაუკმაყოფილებელი გგონივართ??? სულაც არა, მე პრაქტიკული ვარ. და თუ ვინმეს მართლა გონია რომ ამ ნაკრებს ერთში იპოვის ძალიან ცდება, ასეთი რამ არ არსებობს! ამის მისაღებად მხოლოდ ზემოთხსენებული ხერხი არსებობს. უნდა შევეშვათ კდემამოსილების ფარდის უკან მალვას და მარადქალიშვილობას. იმოქმედეთ რომ მიიღოთ ის რაც გსურთ, ნუ ფიქრობთ რას იფიქრებენ თქვენზე, უბრალოდ კარგად დაფიქრდით რა გინდათ ან ვინ გინდათ რომ იყოს თქვენს გვრდით.
ნუ გავაიდეალებთ ნურავის, ნუ ვეცდებით ვეძიოთ და ვიპოვოთ არ არსებული გმირი. ნურც იმას ვეცდებით რომ ძალით შევქმნათ ამ ღირსებების არ მქონისგან იდეალური მამაკაცი.
პირველ რიგში შევიყავროთ საკუთარი თავი. ვეცადოთ დავინახოთ ისედად როგორც გვინდა რომ სხვები გვხედავდნენ. ყველაზე მეტად რომ არ გეღიმება მაშინ ჩაიხედე სარკეში და თბილად გაუღიმე საკუთარ თავს. დილა დაიწყე იმით რომ საკუთარ თავს უთხრა: დღეს შენ იბრწყინებ! _ და გაბრწყონდები.
ვერასოდეს იქნები ბედნიერი თუ არ გეცოდინება რა გაგაბედნიერებს. ეცადე მცირედმა გაგახაროს რომ მაგაზე მეტმა გაგაბედნიეროს. ეს ჩემი რეცეპტია, რომელიც საკუთართავს გამოვუწერე. არ გეტყვით და ვერ მოგატყუებთ რომ ამით ჩემი ცხოვრება უკვე შეიცვალა, რადგან ამწუთას დავფიქრდი ამ დეტალებზე. რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ის არის რომ , მე ხვალ დილით ისე გავუღიმებ საკუთარ თავს, როგორც არასდროს და სახლიდან გასვლისწინ ბედნიერ დღს ვუსურვებ.