Pages

Saturday, April 20, 2013

მე ეჭვიანობით ვარ ავად....

საერთოდ, ვთვლი რომ ეჭვიანობა, საკმაოდ არაჯანსაღი გრძნობაა.
მიმაჩნია, რომ ეჭვიანები მინიმუმ, მსუბუქი პარანოიკები არიან.
მაგრამ, რა ვუყო, რომ ვგრძნობ როგორ ვხდები არც თუ მსუბუქი ”პარანოიკი” ...
რა ვუყო, თუ ვეჭვიანობ...
ეჭვიანობის საგანი უამრავი რამ შეიძლება იყოს, ადამაინები წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდანაც კი! 
სასაცილოა, ხო? პოტენციური საეჭვიანო ობიექტები, ადამიანები რომლებსაც ჯერ არც კი იცნობს...
მგონი ეს ყველა ეტაპი გავიარე.
პერიოდულად ადამიენბის გარდა ნივთებზეც ვიწყებ ეჭვიანობას. ყავის ფინჯანი, რომელსაც გამალებით ეწაფება ახლად გამოღვიძებული. ბალიშზე და საბანზე რომ არაფერი ვთქვათ... 
ადამიანებზე და ნივთებზე კი არა, ყველა უჩემოდ გასულ წუთზე ვეჭვიანობ, იმ ფიქრებზეც, მე რომ მეკუთვნის. 
ვიცი რომ შენც ისევე ხარ ჩემით დაავადებული, როგორც მე შენით. 
მე _ ყოველ დილით, შენზე ფიქრში ჩაძინებულს, ისევ შენზე ფიქრი მაღვიძებს. მთელი დღეც აბეზარი ბავშვივით შენზე ფიქრები დამყვება. მერე მეც ფიქრებს თავდაღწეული გამუდმებით გწერ და ვრეკავ, ხელს გიშლი მუშაობაში. 
არ მინდა მხოლოდ ფიქრები გვაღვიძებდეს და მაღვიძარა გვაიძულებდეს გამოფხიზლებას. 
მინდა სიხარული და იმაზე ფიქრი არ მაძინებდეს რომ ჩემს გვერდით ხარ და ის მშვიდ სუნთქვა რომელიც სიბნელეში ყურთან მესმის შენია
მე მჯერა რომ მხოლოდ ეს მანძილია დამნაშავე, პარანოიაში.
ვიცი, რომ როგორც კი ეს მანძილი მინიმუმამდე შემცირდება და მართლაც შენს გვერდით, უკვე არამხოლოდ სიზმარში გავიღვიძებ და ჩემი მოდუღებული ყავით დაიწყებ დილას, დამთავრდება ეს გაუთავებელი კითხვებიც.
აღარ მოგთხოვ გამწოვის ჩართვას შენს სიტყვებში დასარწმუნებლად.

მე საკუთარი თავივით მჯერა შენი, მაგრამ ეს სიშორე, მოლოდინის და გამძლეობის გაკვეთილები არ მაძლევენ მშვიდი ფიქრის საშუალებას... 

No comments:

Post a Comment