ეს ფილმი ადრეც მინახავს, მაგრამ ახლა თითქოს განსხვავებული თვალით ვუყურებდი.
ჩემს ფიქრებსა და ოცნებებზე დავფიქრდი. იმაზე, რომ რაღაცეები, რაზეც ვოცნებობდი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდი და დავაგემოვნე სურვილების მცირე ნაწილი.
იყო რასაც გააზრებულად ვისრულებდი. ზოგი ასრულების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბავშვობაში ხშირად მიფიქრია. ნაწილი ისეთი იყო, რაზეც არც კი მიოცნებია.
მინდა გავიხსენო დაახლოებითი სიზუსტით ის ჩამონათვალი, რაც არასდროს მქონია დალაგებულად ჩამოყალიბებული.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ახალი სურვილი ჩნდება და ძველი ”დროებით” მივიწყებას ეძლევა.
ძალიან დიდხანს მინდოდა, თვითმფრინავით მეფრინა და როცა პირველად ჩავჯექი და აფრენა დაიწყო, არ ვიცოდი შემშინეობოდა თუ არა. ღამის რეისი იყო და მე ილუმინატორთან ვიჯექი, გაოცებული ვუყურებდი ფანჯრიდან განათებულ წერტილებს, ვიყურებოდი და გაოცებული ვერ ვიჯერებდი რომ მივფრინავ, შინაგანად აფორიაქებული ვიყავი და გული ისეთი სიხშირით და ხმაურით მიცემდა მეგონა მთელი თვითმფრინავი ისმენდა. თვითთმფრინავს პარაპლანით ფრენა მოყვა და წამიერი ფრთაშესხმა განვიცადე.
ჩემს ბავშვობაში, ჯერ კიდევ მაშინ National Geographic რომ არ ავსებდა ტელესივრცეს, ყველაზე შთამბეჭდავი, კუსტოს წყალქვეშა ოდისეა იყო. ვუყურებდი და ვოცნებობდი, წყალქვეშ აკვალანგით აღმოჩენაზე, მაშინ ვერც კი წარმომედგინა რომ ოდესმე შევძლებდი ამ ოცნების ასრულებას, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ საკუთარი ფოტოაპარატით გადავიღებდი წყალქვეშა საოცრებას. მე ეს მოვახერხე და გაბედულად და ხარბად ჩავყვინთე წითელი ზღვის მარჯნებში შემალული სილამაზის სანახავად.
ვოცნებობდი უდაბნოში აღმოჩენაზე, აქლემით გასეირნებაზე, პირამიდების და სფინქსის ნახვაზე, ეს ყველაფერი ეგვიპტეში მოწყობილი ტურით შევძელი.
ვიყავი უდაბნოში კვადროციკლებით.
ვნახე უდაბნოს განთიადი. ყვითელი ქვიშით ავსებული თვალები და თმები, ურცხვად საწუწუნო მიზეზი იყო :) აქლემით გავისეირნე, სფინქსი და პირამიდა ვნახე, დიდი ხნის ინტერესი დავიკმაყოფილე მაშინ როცა პირამიდაში ჩავედიც. ეს ყველაფერი არაბულ გაზაფხულამდე მოვასწარი, თორემ მერე ალბათ დიხანს ვერ გავბედავდი იქ ჩასვლას.
რომალული არდადეგების ნახვის მერე ვინ არ იოცნებებდა იტალიაში წასვლაზე. ვისი ოცნება არაა, კოლიზეუმის დახვა, ტრევის ფანტანში ხურდის ჩაგდება და სურვილის ჩათქმა. ვატიკანის სიდიადის და წმინდა პეტრეს ტაძრის ნახვა.
ვერც კი ვიოცნებებდი სიქსტის კაპელას ნახვაზე, მე კი ურცხვად ჩუმად გადავუღე ფოტოები, რომ მერე უფრო ნათლად გამეზიარებინა ნანახის ემოცია. სწორედ ამ ქალაქში ავისრულე კიდევ ერთი ოცნება, ყოველთვის მინდოდა ვინმეს დავეხატე. მოთმინებით ვიჯექი და ვუცდიდი როგორ მხატავდა ადგილობრივი მხატვარი, ვერ ვიტყვი რომ შედეგით აღვფრთოვანდი, მაგრამ თვითონ პროცესი, ამ მოლოდინად ღირდა.
შემდეგ პარიზი, ქალაქი რომელიც ყველას ერთხმად ”გვიყვარს” გვიყვარს. ოცნება და დაგეგმვა, ის რომ ოდესმე საყავერლ ადამიანთან ერთად მოხვდები პარიზში და ეიფერს ახლოდან შეავლებ თვალს. მე ვიცი, რომ 1-2 ჩემი უახლოესი მეგობრის ოცნება ჯერ კიდევ მაშინ ავიხდინე, როცა ზემოთ ასასვლელ ლიფტში შევედი. მე, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ავედი და დავტკბი პარიზის ხედით. დიდი წვალებით აღებული მართვის მოწმობის იმედათ მანქანით მივედი ტრიუმფალურ თაღამდე. პარიზში შესვლის წუთიდან უშედეგოდ ველოდი ედიტ პიაფის ფონს, მაგრამ მანქანების გაბმული საყვირის ფონზეც კი ვხვდებოდი რომ ეს ის ქალაქია, სადაც უყვართ!
მე კდევ უამრავი ოცნება მაქვს ასახდენი. ჩემო ოცნებები მოთმინებით მიცდიან როდის მივალ და იმ უხილავ სიაში, მოვნიშნავ სადაც ახდენილი სურვილებია.
ეს ვიდეო მათ ვისაც ჯერ არ უფრენია, დამიჯერეთ ოცნებები ხდება და ის არასდროს არის გვიან!!!
შენთვის უამრავჯერ მითქვამს, რომ შენით მე სასწაულის დავიჯერე!
ReplyDeleteარ გაქვს უფლება მოდუნდე, იმიტომ რომ მე და ჩვენი ერთი მეგობარი შენით ვიჯერებთ რომ ზღაპრები ხდება, შენით მჯერა , რომ ჩემი მწვანეთვალება "ძალოვანი" გარეალურდება :)) შენით მჯერა რომ აუცილებლად ვნახავ გაუდის მუზეუმს და აუცილებლად გავატარებ ბედნიერ შვებულებას ბაუნტის რეკლამაში, აუცილებლად მომეცემა ერთადერთხელ საშუალება პეხი დავდგა ამბიონზე.. და შენ იცი როდის აქვს მარტო ქალს მაგისი უფლება ... შენ მე დამაჯერე რომ მთავარია სწორად იცონებო ! შენ ოცნებები უნდა აიხდინო , იმიტომ რომ შენ ნათელი მაგალითი ხარ ჩემთვის , და მიეკუთვნები იმ მიცრერიცხოვანთა რიგს ვისიც არ მშურს :))))))))))