მე არ ვარსებობ...
უბრალოდ, მომიგონეს...
არ ვიცი, კონკრეტულად ვინ მომიგონა, გამომიგონა თუ რა ვიცი, საკუთარ წარმოსახვაში შემქმნა.
ამ სიტყვებით იმას კი არ ვამბობ, რომ იდეალური ვარ, თუნდაც იმისთვის ვინც ასეთად დამხატა, არა პირიქით!!! ბევრი რამ დააკლდა ოცნების დროს, ბევრი რამ ვერ გაითვალისწინა, თუნდაც ის რომ მორიელი ვარ. ტემპერამენტი და ვნებები მხოლოდ საწოლში არ აქვთ მორიელებს. ყველაფერში მძაფრად გვაქვს ასახული, საკუთარ თავზე ვატარებ ექსპერიმენტებს.
ეს კიდევ არაფერი...
ხშირად ვფიქრობ რომ ყველასთან რაღაცნაირად გამოგონილი და განსხვავებული ”მე” ვარ.
მაგალითად ერთმა მოიფიქრა და დაიჯერა რომ შეუძლია ვუყვარდე... ვიღაცას სჯერა თუ სჯეროდა რომ შეიძლებოდა მშვიდად ეცხოვრა ჩემს გვერდით. სხვებს სჯერათ რომ შესაძლებელია ჩემთან კარგი მეგობრობა, შემიძლია ვიყო კარგი და ერთგული მეგობარი, საყვარელი, მისი შვილის დედა. ან რა ვიცი...
მეც ბევრი ამ გამოგონილი და ჩემზე მოწებებული მახასიათებლების მჯერა... დავიჯერე რომ შემიძლია ვიყო, კარგი შვილი, კარგი და, რა ვიცი ზოგადად კარგი ნაცნობი და მეგობარი. რატომღაც მჯერა და მგონია რომ დედა ვიქნები კარგი... იცით რა არის ძალიან სამწუხარო? ბევრს ვუცრუებ იმედს. ძალიან ხშირად მგონია რომ ცდებიან ჩემში... მეშიანია იმის რომ, იმისდამიუხედავად რომ იდეალურად არავისთვის გამოვიყურები, უფრო და უფრო მეტი ხვდება შეცდომებს შემთან მიართებაში.
ზოგჯერ ვფიქრობ რომ ჩემი გამოგონილი პერსონაჟის არსი ამ ცხოვრებაში არის ის რომ, ადამიანებმა შეძლონ და აღიარონ შეცდომა, აღიარონ რომ ცდებიან როცა ფირობენ რომ ვინმეს კარგად იცნობენ.
სუიციდისკენ რომ ვიყო მიდრეკილი დავიჯერებდი, რომ უკანასკნელ წერილს ვწერ. მაგრამ ყველაფერზე მეტად მჯერა იმის, რომ საკუთარი თავი ზედმეტად მიყვარს მისთვის, რომ არ მივცე საკუთარი არსებობით ტკბობის გრძელვადიანი სასიცოცხლო ნეკტარი.
მგონია რომ საღად ვაზროვნებ და შემიძლია ცივი გონებით ვიმოქმედო.
მჯეროდა, რომ შემიძლია ურთიერთობის იქ შეჩერება სანამ შენელდება გულის ცემა, გახუნდება და გაუფასურდება ღიმილი.ზოგჯერ მგონია რომ ჩემი ესმით იმის მიუხედავად რომ ბევრს და უაზროდ თან გაურკვეველი შინაარსის სიტყვებით ვმეტყველებ. ზოგჯერ მინდა დავიჯერო, რომ უამრავი სიტყვიდან შეუძლია ის ერთი გაიგოს რომელიც მხოლოდ მისია.
მგონი ვჩურჩულებ და არ ესმით ჩემი...
ან ინებ, მათ ვინც მის წარმოსახვაში შემქმნა, მისივე კომფორტისთვის ხმას დაუწია ან MUTE-ზე დააყენა ჩემი გამოგონილი პერსონაჟი...
ვაახ :)))))) ვკითხულობდი და ვკვდებოდი სიცილით და იცი დატო?! იმიტო რო სიმწრისგან ვიცინოდი :))) თურმე რაში ყოფილა საქმე... ყველამ ისეთად შემქმნა როგორიც მათ უნდათ რომ ვიყო და როცა აღმოაჩენენ რომ მე მე!!! ვარ და არა ცვილის ფიგურა... ოჰ ოჰ ოჰ ... ფუფ გული მერევა !
ReplyDeleteმიტყდება ისევ მეასედ გითხრა, რომ ყოველდღე უფრო და უფრო მაგრად წერ. პირველი აბზაციდანვე გამეღიმა და ასე ჩავიკითხე ბოლომდე. სასწაული მიგნებები გაქვს და აზრების მდინარება, ისეთი რომ გინდა წერილი დიდ ხანს გაგრზელდეს და ყავის ჭიქის დაცლამდე არ დამთავრდეს.
ReplyDeleteრაც შეხება იმედგაცრუებას– ცდები. ადამიანები ერთმანეთს იმედებს არ ვუცრუებთ– უბრალოდ სათანადოდ არ გვიყვარს ერთმანეთი, რომ ეს იმედგაცრუებების მიზეზები ადამიანურ სისუსტეებში ჩაუთვალოთ. :) ძალიან მომეწონა ეს წერილი და ისევ თავიდან ვკითხულობ. :)
თუ ეგ ყველაფერი რასაც მე შეცდომებს ვეძახი, ადამიანური სისუსტეებია, მაშიმ მე ყველაზე სუსტი ნებისყოფის ვყოფილვარ. მიყვერს შეი ჭკვიანური კომენტარები და ძალიან ძალიან ველოდები ხოლმე.... :*
ReplyDelete