Pages

Sunday, January 8, 2012

ბიჭები, რომლებიც ჩემი ცხოვრებიდან არასდოს მიდიან

    ჩემი ყველა პოსტი ასე თუ ისე, პირდაპირ თუ ირიბად ბიჭებზეა. ამ ბიჭებსაც სხვადასხვა სტატუსი აქვთ. ისე ყველაზე ხშირად ”მეგობარს” ვხმარობ. იმიტომ კი არა, რომ უდიერად ვექცევი ამ სიტყვას, ან ადამიანებს, ვისაც ”მეგობრებს” ვუწოდებ, უბრალოდ ეს სიტყვაა უნივერსალური, უზომოდ ფართე გაგებით შეგიძლია თავისუფლად იხმარო, ისე რომ არც კი გადაამოწმო რამე ხომ არ გეშლება... 
მეგობრები, მეგობრები და კიდევ მეგობრები!!! 
ყველაზე ძვირფასია, თუკი რამ გამაჩნია. ამ ძვირფას მარგალიტებში არის 5 ”მამალი მარგალიტი”. ჩვენ, პირველი კლასიდან ვმეგობრობთ. ვმეგობრობთ კი არა უკვე ვნათესობთ... უი ეხლა გადავთვალე, უკვე  20 წელია, ეს მთელი ცხოვრებაა. 
ყველას საკუთარი პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება გვაქვს. პროფესიითაც ყველა განსხვავებული ვართ... იცით რა ხდება დღესაც რომ ვხვდებით ერთმანეთს? მეხუთე კლასელებით ვიქცევით.
   ღიმილით მახსენდება, მათთან ერთად ფეხბურთის თამაში და სკოლის დროინდელი სიგიჟეები. კლასი-კლასზე ბიჭების ჩხუბში შუაში რომ ვიდექი, მგონი ყველაზე ნაცემი და გაწეწილი ბოლოს მე რომ ვრჩებოდი.:))) სკოლის დამთავრების 5 წლისთავზე მორიგ ჩხუბში, კოქტეილის კაბით, სამკაულებ მოხსნილი, შუაში რომ ვედექი.
    ერთხელ ვურეკავ, ”ბიჭებო ”მივქარე” და ეხლა თქვენი დახმარება მჭირდება!!!” რომ მივედი გაფითრებული სახით დამხვდენენ. კითვები დამაყარეს, რა ქენი, რა მოგივიდა, რას ქვია ”მივქარე”? 
დარწმუნებული ვარ, სანამ მივიდოდი ათასი საშინეება წარმოიდგინეს და უარესიდან გამოსავალის საპოვნელად ემზადებოდნენ.
   - ბიჭებო, გუშინ დავთვერი და ერთ ტიპს ვუთხარი მიყვარხართქო.... 
მათი დუმილი და შეშფოთებული სახე... ”რა, არ გიყვარს და მოატყუე?” დამნაშავის სახით ვცდილობდი თავის მართლებას :))) ”არა კი მომწონს, მარგრამ არ მიყვარს და ”პიანი ბაზარი იყო”, მოკლედ რამენაირად უნდა ვქნა, რომ ”კოშკები” არ ააგოს. ბევრი ჭკვიანური რჩევა მოვისმინე. მათ შორის იყო, დაიცადე იქნებ მართლა რაღაცას გრძნობ და დღეს პროსტა გიტყდება... :))) ეგ ამბავი დელეკატურად რომ მოვაგვარე, მერე ბევრი ვიცინეთ.... :)))
   ჩემი ბიჭები არიან ის, ვისი წყალობითაც შევქმენი ჭეშმარიტი მამაკაცის ილუზია. ძალიან დიდხანს მეგონა რომ ყველა მასეთი წესიერია. არამწეველი, ჯანმრთელი, სპორტცმენი და რაც ყველაზე მთავარია, თავაზიანი. მე არ მინახავს და არც მომისმენია მათგან ისტორია, რომ გოგოს  გული ატკინეს. ჩემს სამეგობროში გოგოებიც არიან და ისინიც ერთმანეთზე უარესი წესიარები. ამ მარგალიტებში ყველაზე გამოუსწორებელი ვარ. მახსოვს პირველი რეაქცია, დიდი მალვის მერე მათთან მოწეულ პირველ ღერ სიგარეტზე :))) მიყვარს მათი მზრუნველი თვალები.
   შარშან, დიდი ხნის პაუზის მერე ბედობას ვნახე ბავშვები. პაუზა პირად ცხოვრებაში წარუმატებელი ხანის მერე იყო...
როგორი თვალებით ისმებდნენ ჩემს მონაყოლს, წარუმატებელ მცდელობაზე, გავზრდილიყავი და დავსეიოზულებულიყავი.
ბოლოს რაღათქმა უნდა ყველამ ერთად და დამაჯერებლად მითხრა, ”ის შენი ღირსი არასდროს ყოფილა”. მეც დავიჯერე, დავიჯერე და მომეშვა.:)) 
   ჩემს ბიჭებთან ვერასდროს, ვერაფრის გასაღებს დაკარგავ :))) თუ სადმე დაგივარდა შენდასასიკეთოდ გამოიყენებენ... შენი მანქანის გასაგებით, შენივე მანქანით, შენს სახლში მიგიყვანენ, შენი სახლის გასაღებით კარს გააღებენ და საძინებლამდე მიგიყვანენ, აი ყველაზე მნიშვნლოვან გასაღებს, სასთუმალთან დაგიტოვებენ რომ დილით გაღვიძებულმა ბევრი არ ეძებო. დაგაბინევებენ ასე საყვარლად და მერე წავლენ. სხვა ბიჭებს კი არ გვანან... ამ გასაღებებს, უკუღმა რომ მიყვაბიან და თავის სასიკეთოდ გამოიყენებენ, ბოლოს კი შენი მანქანით ისე გაიქცევიან კვალსაც კი ვერ იპოვი...  
( აუ რომ გაიგონ რა შეფასებები გავუკეთე, ჭკუაზე აღარ დარჩებიან :)))) )
    მე მიყვარს ჩემს მეგობრებში, გამორჩეულად გამოუსწორებელი რომ ვარ, მე მიცავს მათი გვერდით ყოფნა და უფრო თავისუფლად ვტკბები თავისუფლებით...

11 comments:

  1. ბოლო ფრაზამ გადამაწყვეტინა და კომენტარს აღარ ვწერ, კარგი პოსტია :))

    ReplyDelete
  2. კარგი პოსტია ,მაგრამ გამოქვეყნებამდე მინიმუმ ორჯერ გადაიკითხე ხოლმე : ))

    ReplyDelete
  3. მიყვარს ჩემი მარგალიტები... ;დ

    ReplyDelete
  4. ეგეთები კიდევ არსებობენ? არ მჯერა,უნდა მანახო))

    ReplyDelete
  5. არსებობენ, დედას გეფიცები არსებობენ!!! 26 წლის ბიჭი რომელსაც 1 ნაპასიც არ აქვს დარტყმული, უწეიერესი ფეხბურთის მწვრთნელი. ქმრები რომლებიც გიჟდებიან ცოლებზე და ყველაზე, მეტად უყვართ...

    ReplyDelete
  6. მე ყოველთვის ვამბობდი და სულ ვიტყვი , რომ მეგობრები... ეს ერთადერთია რაშიც გამიმართლა !!!!

    ReplyDelete
  7. მართლა მასეთები არიან :) მიყვარს ეგ შენი მარგალიტები :* ამეტირა ;( ისედაც სულ გულაჩუყებული ვარ ამ ბოლო დროს :(

    ReplyDelete
  8. მეც არ მჯერა რომ არსებობენ :/

    ReplyDelete
  9. ჩემი ”მამალი მარგალიტები”ს გამოფენა უნდა მოვაწყო!!!;))))

    ReplyDelete
  10. არა რააა... შენი გამოსწორება არ იქნება :D

    ReplyDelete