Pages

Monday, January 21, 2013

მე გადმოვცურავ ზღვას

ვერ გეტყვით რამდენჯერ ვეძებდი ჩარკვიანის სიმღერის ამ ვერსიას! მილიონჯერ მაქვს გასერჩილი და მხოლოდ ახლა ვიპოვე! 
თითქმის 1 წლის წინ, თებერვალში პოსტი დავწერე. ამ სიმღერის ფონზე მოსული ემოცია მქონდა გადმოტანილი. შიში და მწუხარება რომ იმ სუსხიან საღამოს, არავის მოუჩქაროდა ჩემთან. რომ არავის ქონდა სურვილი ჩემთვის გადაეცურა ზღვა... 
ახლა კი საგიჟეთში ვარ, იგივე სიმღერით...
მაშფოთებს მისი მოუსვენარი მოლოდინი, როცა მიცდის და განიცდის სუსხიან დღეებს ჩემს გამო. მიცდის რომ მივიდე და გავთბე მისი სიყვარულით. ის კი არ იცის რომ მისი სითბო და სიყვარული მთელი დღე გულით დამაქვს. როცა სხვებს სიცივე აკანკალებს მე მისი სიყვარული მათრთოლებს.

ის ჩემს გამო ზღვას  გადმოცურავს და დამიბრუნდება ამდენი წლის შემდეგ. ყოველდღე ვრწმუნდები რომ თუ კი რამ ხდება, ზუსტად იმ მომენტში ხდება როცა საჭიროა.
თუ ვინმეს გონია რომ ოდესმე გვიანდება სითბოს გაცემა, მინდა იმედები გავუცრუო...
მთელი 18 წლის შემდეგ მომაკითხა ბავშვობის რომანტიზმში ჩარჩენილმა ზრდასრულმა. ყველა იმ მახასიათებლით შემკობილმა ადამიანმა ვისაც ასე გამალებით ვეძებდი. მე ვიპოვე ადამიანი ვისშიც ერთად არის დიდი და პატარა სიყვარულით დაბრმავებული და პასუხისმგებლობით ფხიზელი მამაკაცი. მივხვდი რომ თუ კი რამ პოსტი დამიწერია, სხვებზე საწუწუნოდ მხოლოს წინათგრძნობა იყო ჩემი. ზუსტად ის აქვს მას, რაც ყველას აკლდა. იგი სავსეა ჩემით და მავსებს საკუთარი არსებით. ვიცი რომ მიცდის და განიცდის ყოველ დაგვიანებულ წუთს, მაღვიძებს და მაფხიზლებს მაშინ სანამ ცუდ სიზმარს ვნახავ. არ მიტოვებს ნეგატიური შეგრძნების მარცვალსაც. მას შეუძლია გისმინოს ძალიან ყურადღებით და ზუსტად გაიგოს ის ერთი სიტყვა რაც უნდა გაეგო. ბევრი არ დაიჯერებს, ბევრი იფიქრებს რომ აგონიაში ვარ და ვბოდავ, მაგრამ მინდა გითრათ რომ საღ გონებაზე ვარ და სრულიად ვაცნობიერებ მის არსს.

მელანქოლიას აღარ სცალია ჩემთვის!!! 

7 comments:

  1. მე მიხარიხართ ჩემი ბედნიერი დაქალები!!!!

    ReplyDelete
  2. ჩვენს რიგებში გელით!!! :*

    ReplyDelete
  3. და მე მაინც მგონია, რომ გააფრინე და ვიღაც გამოიგონე და გჯერა, რომ ნამდვილად არსებობს (ჩემი მეზობელი ქალი იყო მასე და ბოლოს ასათიანზე გადაიყვანეს). მასეთი ლავსთორები მარტო ჰოლივუდურ ფილმებშია.
    მოკლედ თუ რეალურია ეგ ამბავი, მაშინ უეჭველი მანიაკი ან სერიული მკვლელია, რომელიც უსუსურ გოგოებს წამებით კლავს და მერე არ ვიცი რას უშვრება.
    ვიცი რომ ბოროტი ვარ, მაგრამ შენისთანა საყვარელ გოგოებს , როგორც წესი ყოველთვის ნერვებს უშლიან, ჰო და არ მჯერა და რა ვქნა? :/
    პ.ს ყველა შემთხვევაში უუუუზარმაზარ სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ. :***

    ReplyDelete
    Replies
    1. ))) mecineba,kaia ese vinmes tu shestkiva guli shenze,genacvale mag gulshi nat!!bolo abzaci momecona marto...

      Delete
    2. ki ki shegvtkiva, da tan ara erts , da gaitvaliscine ramdeni mteri geyoleba chven gogos tu gagvibrazeb :))))

      Delete
    3. reziiii she boroto :))) ra ginda, momcons me glunchis prena, vdgavar dedamicaze da shevyureb rogor kravs kamaras zemot...
      momcons da minda rom sul sul ese iprinos dedamicisgarshemo !

      Delete
  4. me tkven miyvarxart da mesmis tkveni es gancdebi! holivuduri filmebistvis realuri istoriebia xolme dasayrdnobi. :)))
    maniakia tu seriuli mkvleli eg arafers cvlis, gifikria ra sheizleba iyos roca siyvarulshi kvdebi? ra mnishvneloba akvs grmas moxuci sacolshi bevr shvilishviltan ertad mokvdebi tu siyvarulis pikshi, sayvarel adamiantan?! me mzad var mis mklavebshi davlio suli "camebit" :*:*:*

    ReplyDelete