მე არ ვიცი რამდენად ყოფილხართ ამ ფიქრით შებყრობილი. გიფიქრიათ თუ არა დაასრულოთ ტანჯვა, ან იქნებ არც ტანჯვა... დაასრულოთ არსებული უაზრობა ის რაც გარს გაკრავთ. მორჩეს ქაოსი...
ამ თემით საძიებო სისტემაში რომ შევედი უამრავი რამ ვნახე, ბევრი შემზარავი ფოტო.
ქალი რომელიც საკუთარი ქორწილის დღეს მაღალსართულიანი შენობის ფანჯრიდან არის გადმოვაკიდებული კისერზე მობმული თოკით. ზემოდან სავარაუდოდ ქმარი, რომელიც ცდილობს რომ ასწიოს და გადაარჩინოს. დნარჩენი ფანჯრებიდან ბევრი შეწუხებული სახე მოსჩანს. უგონო პატარძალს უმშვენიერესი თეთრი კაბა, უსიცოცხლოდ უფრიალებს... რას შეიძლებოდა მიეყვანა ქალი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ყველაზე ლამაზ, ნათელ დღეს შეწყვიტა ყველაფერი და წავიდა დაუსრულებელ სიბნელეში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის არის ის რომ გავაცნობიეროთ რა არის სიცოცხლე და გარდაცვალება, რა შედეგი მოაქვს თვითმკვლელობას და სად მივდივართ გარდაცვალების ან თვითმკვლელობის შემდეგ.
ზოგს რომანტიულად მიაჩნია ალბათ სიყვარულისთვის სიკვდილი, ან შურისძიება მათთვის ვინც რაღაც ვერ გააკეთა ისე, როგორც საჭირო იყო. და ბოლოს, გამოსავალი... გამოსავალი გამოუვალი სიტუაციიდან. მე შემიძლია ამ სამივე ტიპისთვის არგუმენტირებულად გითრათ რომ სისულელეა ყველა ეს დებულება.
ეს პირველი რომანტიზმი, იმდენად უაზროა რომ ჯობია საერთოდ არაფერი ვთქვა. სიყვარული, სიძულვილი და სხვა კიდევ ბევრი ემოცია ადამიანებს მანამ გააჩნიათ სანამ ცოცხლები არიან...
შურისძიება ამ ხერხით??? განა ვიგრძნობთ მერე ვის, რა, როგორ სტკივა? რატომ ფიქრობთ, რომ ადამიანი თუ ადამიანები, მიხვდებიან და აღიარებენ შეცდომებს, მაშინ როცა უკვე აღარ იქნებით?! ან რა ფასი ექნება მათი დანაშაულის შეგრძნებას. ბოდიშსაც კი ვერ მოგიხდიან იმისთვს რაც ვერ გააკეთეს. და თუ გამოსწორებას ვერ ახერხებენ, რა აზრი აქვს შეცდომის აღმოჩენას?!
გამოსავალი! არ არის გაქცევა გამოსავლის პოვნა. თუ არსებობს პრობლემა, დილემა რაზეც ფიქრობთ და გაწუხებთ. სიკვდილით ვერ მოაგვარებთ ვერაფერს. პირიქით პრობლემა იზრდება...
არიან ადამიანები, ვინც თვენს არსებობას ყველაზე მაღლა აყენებენ. წამით დაფიქრდი, რამდენ ადამიანს რა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებ შენი წასვლით. ეს არც შურისძიებაა და არც რომანტიზმი. შვილი რომელიც დილას იღვიძებს რომ პირველად შენ დაგინახოს. რამდენად მნიშვნელოვანია რომ სადაც მას ეგულები ისევ იქ დახვდე. დედა, მამა, და, ძმა... მეგობრები, ისინი ვინც იციან, რომ ყოველთვის შეუძლიათ დაურეკავად მოვიდნენ და შენც იქ დახვდები სადაც უნდა იყო.

რამდენად კომფორტულია შენი არეული სახლი და სამზარეულო. ძირს ჩამოვარდნილი აბაზანის პირსახოცი, ძაღლის კბილით ნათრევი და თითქმის დახეული ფეხსაცმლის უემოციოდ ყურება, როცა იციან რომ შენ მიალაგებ, თუნდაც ზეგ....
P.S. კარგად იფიქრე ამ სიტყვებზე და აღარასოდეს მოგინდება წასვლა...