სასაცილოა, 2014 წელში ჯერ კიდევ ბნელდება სრულიად საქართველო!
უშუქოდ დარჩენილი, თითქმის ბოლომდე დამჯდარი, მბჟუტავი პადით ბლოგს ვათვალიერებდი. სინესტის და მტვრის სუნმა დამახრჩო, შემებრალა ჩემგან მიტოვებული, ამდენად საყვარელი ბლოგი.
რაოდენ ეგოისტი ვყოფილვარ, სულ ვიცოდი. მაგრამ, დღეს კიდევ ერთხელ გამახსენდა, როცა პრობლემები მაწუხებდა, მხოლოდ მაშინ ვტკბებოდი კლავიშების წკაპა-წკუპით და თავიდან მომინდა, ახლა უკვე სხვა ჭრილში დამდგარი მოციები ავაწკაპუნო.
მივხვდი, დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ ბლოგამდე მივხვდი, რომ წერა მაკეთილშობილებდა და ამიტომ გულრწფელად ვცდილობდი კეთილშობილებით ავსებას. ჩემს ცხოვრებაში დამდგარმა რადიკალურმა ცვლილებებმა კარდინალურად შეცვალა ჩემი ყოველდგურობა. დიდი ხნის განმავლობაში სეირნობის კი არა, ტრანსპორტის ცვლილების ფუფუნებაც კი არ მქონდა და ამის გამო ჯერ ტაქსით მერე საკუთარი ავტომობილით ვმოძრაობდი.
ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა...
ვცხოვრობ, ერთ-ერთ ყველაზე ზღაპრულ ქალაქში, იქ სადაც ყველა შენობა მსოფლიოს დიდი ისტორიის პატარა ნაწილია;
ქალაქში იმაზე ბევრად მეტი ტურისტია ვიდრე ადგილობრივი მცხორები;
მანქანაზე ბევრად მეტი ველოსიპედი და არცერთი მაწანწალა ძაღლია.
დილაობით თოლიების ყიჟინი მაღვიძებს, ნაცვლად მანქანების გაბმული სიგნალისა.
ყოველდღე ვხეტიალობ ფეხით და ჯერ კიდევ არ ვუჯერებ თვალებს, რომ ცენტრალურ ქუჩაზე გედები პატარა არხში ცურავენ, სადაც ზოგი მათგანი, ბდეში კვერცხებზე ზის. დავდივარ ქალაქის ქუჩებში და ფოტოაპარატზე ვცდილობ აღვბეჭდო ეს გასაოცარი ქალაქი-მუზეუმი.
ძალიან რთულია დაიჯერო რომ აღარ გაგვიანდება სამსახურში და დილით ენის პედაგოგი და რამოდენიმე, ჩემსავით ცოდნას მოწყურებული უცხოელი, სკოლაში სასწავლწბლად ვხვდებით ერთმანეთს.
ყოველ საღამოს წუთების სიზუსტით რაღაც შინაგან ძალას მივყავარ სამზარეულოს ფანჯარასთან, საიდანაც გრძელი
ბეთჰოვესტრაატ მოსჩანს და ამ ქუჩის ბოლოში, მისი უნიკალური სიარულის მანერით, წერტილის ოდენა ჩემი ერთადერთი მოსჩანს. ისიც გულის ფანცქალით ელოდება ღია ფანჯრიდან გადმოხედულ მეს...
არასდროს ყოფილა საღამოები, ასეთი სასიამოვნო, ტელევიზორთან, სადაც გაურკვეველ ენაზე ახალ ამბებს გადმოსცემენ. არადა თბილისში ვერავინ მაიძულებდა საინფორმაციოს ყურებას :)
ამიტომ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება და მეც, ძალიან გადავსხვაფერდით....