
მე კიდევ, ჩემი გადამეტებული და თავხედი ემოციებით, მოვუკალი ეს სურვილი.
ყველაფერი თბილისის აეროპორტით იწყება ისევე როგორც ყველა ”პაესტკა” ფრენით,
მერე შარმ-ელ შეიხი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წითელი ზგვის სანაპირო, მარჯნებით და კამკამა წყლით, ისეთით მანამდე რომ არსად მენახა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წყალი ისეთი შაბიამნისფერია როგორც ბასეინში. საოცრება თვითმფრინავის ილუმინატორიდანვე თვალნათლივ ჩანს. უზარმაზარი უდაბნო - ქვიშის ოეანე, ულამაზესი და ძალიან ბევრი ლამაზი წყალი. სული გეკვრება და ენა გივარდება. თბილისის არეული ამინდებიდან შესაბამისი სამოსით წასულებს, ცხელი ჰავა და მასთან მოულოდნელი შეგუება მოგვიხდა.
გაოცებას იწვევს არც თუ ევროპული დახვედრა, ვიზას ადგილზე, აეროპორტში იღებ თუ დამატებით თანხა გადაიხდი არავინ შეგაწუხებს ბლანკების შევსებაზე. ავტობუსში მარტივად დადებენ უზარმაზარ ჩემოდან, თუ რა თქმა უნდა ფულს ფაგაიხდი. სასტუმროს ნომერიც შეიძლება მარტივად გამოცვალო და სასურველი აირჩიო, ისევ თანხის სანაცვლოდ, მაგრამ მე და ჩემს თანამგზავრს (დაქალს) გაგვიმართლა და მომხიბვლელი ღიმილით თუ დადებითი აურით, პირდაპირ შეგვხდა მოსაწონი ნომერი.
სატუმროს ბასეინში გაგრილების მერე იწყება შემდეგი დღეების დაგეგმვა, ექსკურსიები, პკლაჯზე გასვლა და შოპინგი, ეს ყველაფერი აუცილებელია რაც უნდა მოესწროს 10 დღიან დასვენებაში.
გეგმები ასეთია :
1. ქაირო და პირამიდები, შესაბამისად სფინქსი და ნილოსზე გასეირნება, იქვე შოპინგი, პაპირუსის საამქრო, ეთერზეთების ქარხანა და მუზეუმები.

3. დაივინგი
4. კვადროციკლებით უდაბნოში ვოიაჟი.
5. აუცილებლად გასეირნება ყველაზე ხმაურიან ადგილას შარმში, ეს არის ნაამა ბეი. თითქმის ევროპული ადგილი, ბევრი მაღაზიით, რესტორნით და კაზინოებით ასევე საკმეოდ სერიოზული სასტუმროებით.

ნილოსი, საპატიო ადგილი უკავია არამხოლოდ ქალაქში, არამედ მსოფლიო რუკაზეც. თუმცა დაახლოებით ისეთი არომატია მის სანაპიროზე, როგორც თბილისში მტკვართან, ცხელ ზაფხულში. დიდი პატივით გავისეირნეთ ნავით ამ მდინარეზე. ნიანგები არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი არიან თუ არა კიდევ დარჩენილი... ხო კიდევ ერთი, თურმე სახლების ფასი ყველაზე ძვირია ამ სანაპიროზე.
ქაიროში არის ასევე, წმინდა გიორგის ქრისტიანული (კოფტების )ეკლესია, როგორც ამბობენ იქ ასებული რგოლი და ჯაჭვრბი არის ის, რითაც წმინდა გიორგი აწამეს, თუ ამ ნივთებს შეეხები და სურვილს ჩაუთქვამ აგისრულდებაო....




გზაში გხვდებიან ბედუინები რომელიც გთავაზობენ აქლემით აყვანას.

თითქოს დაღლილობა უკვალოდ ქრება. ცივა და ოფლიანი ტანსაცმელი ზედ გაშრება, მაგრამ ბენიარეი ხარ, იმის ხილვით რაც იქიდან ჩანს. სალი კლდეები დილის მზის სხივებით და ამაღლებული განყობით გაჯერებული.
ეს ერთადერთი ადგილია ეგვიპტეში, სადაც ზამტარში თოვლი მოდის.

გაოცებას იწვევს, მუსულმანურ ქვეყანაში ასეთი მართმადიდებლური სიწმინდის ასე დაცვა.
კვადროციკლებით უდაბნოში გასეირნება...
ვისთვის როგორ... მაგალითად ჩვენებს, ვინც იქ იყვნენ ზოგს არც კი მოეწონა.
ჩემი აზრით ეს არის ადრენალინის, უდაბნოს ქვიშის მტვრის და დიდი ემოციების თაიგული.
შუა უდაბნოში კლდეებს შორის არის პატარა მყუდრო მოსასვენებელი ადგილი. მოედნიტ სადაც სავარაუდოდ გასარტობი ღონისძიებები ეწყობა, აქ უფასოდ შემოგთავაზებენ ადგილობრივ, უგემრიელეს ჩაის. არის უამრავი სუვენირი რომელიც შეგიძლია შეიძინო.
ეს გასეინება ჩემს თავს ორჯერ ვაჩუკე მათ შორის ღამე, ღამე კი არა დილის 4 საათზე და მზის ამოსვლას იქ შევხვდით. ლამაზი და უჩვეულოა ეს ყველაფერი თავსაფარი და სათვალე მტვერისგან დასაცავად, სიბნელეს კვადროების დანათება შველის. ეს ერთ-ერთი შთამბეჭდავი რამ არის, რაც უნდა ქნა ეგვიპტეში.

კიდევ ერთი, ეგვიპტეში არის უამრავის სურნელოვანი ზეთი. ნებისმიერი პარფიუმის სუნით.
იყო პარფიუმერული სალონი სადაც ერთი სიმპატიური პარფიუმერი ყოველდღე მაცდუნებლად მეპატიჟებოდა ჩაიზე, მეც ერთხელ ვცდუნდი. ჩაის სმასთან ერთად სპეციალურად ჩემთვიას, რამოდენიმე არომატისგან ჩემი სუნამო შეაზავა SPECIAL FOR ME.


მერწმუნე, ბევრი ცდილობდა რომ გადამეფიკრა, იქ წასვლა მე კიდე ავდექი და წავედი, წავედი და ვნახე, ვნახე და ვისიამოვნე!!! აი ასე, და შემდეგშიც თუ კიდევ ოდესმე მომეცა საშუალება კიდევ ვესტუმრო ეგვიპტეს, მაქსიმალურს გავაკეთებ რომ შენც წამოხვიდე, ან შენით წახვიდე და მიიღო ოპირველად ნახვის სიამოვნება.
ყველა თავისი ოცნება და თავისი წილი პირამიდა აქვს დედამიწაზე ან მის გარეთ.... შენ არა მარტო (იმ ერთი მეგობრის ) არამედ ჩემი ოცნებაც დაასამარე ეგვიპტეზე :))) ან ეცადე რომ დაგესამარებინა და ვერ მოახერხე :P მე მაინც ვნახავ "ჩემ წილ ეგვიპტეს" ;) მიყვარხარ მე შენ იმიტომ რომ რაგაც ჩემი გაქვს , მე შენი:*
ReplyDeleteხო თათ, სულ არ მეგონა რომ შენც დაგიმსხვრიე ოცნება პირამიდებზე...
ReplyDeleteვააა :)
ReplyDeleteსკვზ
ამ პოსტის მერე ისე მომინდა ეგვიპტის ნახვა, დარწმუნებული ვარ სიზმარშიც არ მომასვენებს ეს იდეა!
ReplyDeleteწესით ეგვიპტის ტურიზმის დეპარტამენტისგან ჰონორარი გეკუთვნის! მართლა ვისიამოვნე! გაიხარე! :*
ისე რეზ, შენთვის რომ იყო ეს პოსტი, იმედია მიხვდი....
ReplyDelete