Pages

Sunday, November 20, 2011

კეთილი და ღიპიანი პოსტი

 მე მინდა ეს კეთილი და ღიპიანი პოსტი ჩემს ორ კეთილ ღიპიანს და კიდევ ორ მომავალ ნათლულს მივუძღვნა...
ამ ორიდან ერთერთმა მოახერხა და გადამდო ეს ორსულური ქცევები, უკვე როგორც საკუთარ შეგრძნებებს ისე აღვიქვავ ყველა მის სურვილს... ფორთოხლის სუნი მსიამოვნებს და საოცარად რეალურად ვგრძნობ მის ამსუნაგებულ მზერას.
არ ვიცი რისი ბრალია ეს ყველაფერი, ალბათ ასაკი ... ხო ამანაც იცის დედობრივი ინსტიქტების თამაში... მოდი ამაზე ბოლოს დამცინეთ, კომენტარში, თუ კიდევ გენდომებათ ჩემი დაცინვა...
იცით ვინმემ რა შეგრძნებაა, როცა დედა უნდა გახდე? ჯერ კიდევ გულისფანცქალით რომ ყიდულობ ტესტს მერე საგულდაგულოდ ჩუმად მარტო აკეთებ რომ ცრუ განგაში არ იყოს. იცდი და უაზროდ იწელება ის 5 წუთი სანამ უნდა გაწითლდეს ,,, და აი! არის!!! დადებითია!!! აქ იწყება თავდავიცყება!!!!
პირველი რეაქცია ხომ სიხარულია უზომო სიხარული, მერე პასუხისმგებოლობის მომატებული შეგრძნება. ამ დროს ხომ ისედაც ყველაფრის მიმართ განსაკუთრებულად ემოციური და გულჩვილი ხარ... აი ის 5 ცუთიც სანამ ჯერ მხოლოდ ეჭვი გქონდა უკვე პასუხისმგებლობით უცდიდი პასუხს...
მერე მშვიდდები და ალბათ მთელი 9თვე გრძელდება ეს უსასრულო სიხარული. 9 თვე გაქვს დრო რომ ამ სასწაულში იცხოვრო, შეგრძნებაში რომელიც არაფერს გავს დედამიწის ზურგზე, ერთადერთია.
მდგომარეობა, როცა შენში კიდევ ერთს გრძნობ, და ეს ერთი შენი გულის ქვეშ ჩუმად იზრდება... მარტო დარჩენილი ჩუმად უსმენ მის გულისცემას და გრძნობ როგორ უცემს გული. ნამდვილად გრძნობ ორ გულისცემას, იმისდამიუხედავად რომ ჯერ არ განძრეულა. ერთი შენი, დამძიმებული სუნთქვით აჩქარებული და მეორე სულ ციცქნა შენსაზე ბევრად სწრაფად ცემს.
რა შეგრძნებაა როცა ხვდები რომ ყველაზე, ყველაზე ახლობელი და თითქმის შენი სხეულის ნაწილი, კიდევ ერთი ადამიანი უნდა იყოს?! ეს პატარა არსება ისევეა, როგორც ხელი,  ხელის გული, გული თვალი რა ვიცი სხეულის ნებისმიერი ნაწილი.
შენშია შენახული და შენ ხარ მისთვის ყველაფერი, შენით სუნთქავს, შენით იკვებება და ხასიათიც შენგან ედება.მშვიდად არის როცა შენ არ შფოთავ, კიბეზე რომ ადიხარ მისი გულის ცემაც ჩქარდება. მუცელზე დადებულ შენს ხელისგულს თავისი ციცქნა ხელებით შიგნიდან ეფერება.
შენ ახლა ბევრად უფრო ჩვილი და გულჩვილი ხარ, ვიდრე ოდესმე. ყველაზე მარტივად გწყინს და  გიხარია. გეშინია და გშია ორი ადამიანივით. ცხოვრების წესი გაქვს შეცვლილი და ზრუნავ. მუსიკა ბევრად მელოდიური და მშვიდია რასაც შენ უსმენ. საჭმელი რასაც ჭამ, აუცილებლად კითხულობ შემადგენლობას... სურვილები, სურვილებიც ხომ როგორ გეცვლება, ადრე თუ ხორცი გიყვარდა ეხლა სალათები ყოფილა სასარგებლო...
შენ ხარ ჟანგბადი და სინათლე მისთვის, შენ ხარ ჯავშანი და სავანე... შენ ყველაზე მეტად ხარ პასუხისმგებელი მის მომავალზე, შენ უნდა მიიღო ყველაფერი სასარგებლო რომ მას გადასცე!!!
მე მიყვარს თქვენი დღევანდელი მდგომარეობა და მხოლოდ ვოცნებობ რომ მეც მოვისმინო ჩემში მეორე გულისცემა.

3 comments:

  1. რა გისურვო ეხლა? მალე, ყველაზე ბედნიერი დედიკოს როლში მენახე! :)

    ReplyDelete
  2. მადლობა, მადლობა...

    ReplyDelete
  3. რა სასიამოვნო იყო, ღიმილით წავიკითხე :) და დავრჩი გაღიმებული :)) ღიპუცუნები :*

    ReplyDelete