Pages

Tuesday, April 24, 2012

ორი მე....

ფიქრებ აშლილი და ამსუბუქებული ვარ!
ჩემი ბლოგის ავტორს ვემსგავსები...
მგონია, რომ გამოვიგონე და მას ვბაძავ, არადა სულ ასეთი ვარ.
მხიარული, უზრუნველი,  პერიოდულად დეპრესიული.
განცდები და შეგრძნებები, მკაფიო და ერთმანეთიგან განსხვავებული. ფიქრები, ბევრისგან განსხვავებული. ზოგჯერ მგონია რომ ორი ადამიანი ცხოვრობს ჩემში. მხოლოდ მე კი არა, გარშემომყოფებიც ორ ადამიანს ხედავენ. ერთი მე, საკმაოდ ჭკვიანი წინდახედული, ბევრისთვის სამაგალითო და წესიერებით გამორჩეული.
მეორე მე, ფიქრებში არეული, უხამსი ფიქრებით და კიდევ უარესი ქცევით გაჯერებული.
წესიერების პლედში გახვეული სიძვის ქანდაკებას გავს ჩემი ორი მეს ერთად ცხოვრება. ორივე ერთნაირად ემოციურია, სხვადასხვა ემოიები ჭირთ.
ერთი მოსიყარულე და გაგიჟებამდე ტკბილია.
მეორე, მრისხანე და გაბოროტებული. ანთებული თვალებით, ზოგჯერ სიყვარულის ვნებით ანაპერწკლებული, ზოგჯერ სიძულვილის მრისხანებით აცრემლებული.

იმდენად ვოცდები საკუთარი არსებით, ხშირად გული მწყდება რომ ეს ორივე მე ვარ და არ მაქვს ჩემი თავის თავიდან გაცნობის საშუალება.

სიხარულით ვიქნებოდი მესამე მე, შევხვდებოდი ჩემს ორ მეს და დავტკბებოდი, ჩემი ორი მეს შეცნობით...

4 comments:

  1. shen iseti kargi xar 2 unda iyo :))))))

    gaicnobdi mere shen tavs, dapatijebdi yavaze, gadauxsnidi guls, moismendi imas risi mosmenac ginda sxva adamianebisgan.... tumca ... shen chemi ar iyos sakutar tavtan imdenad xshirad modixar cinaagmdegobashi sheidzleba sakutarive tavtan ise gechxuba sakutari tavi dagekarga :D:D:D:D:D

    ReplyDelete
  2. gagijebamde mchirdeba egeti tipi vinc mag doneze amyveba kamatshi da ar sheeshindeba "tavis" dakargvis....

    ReplyDelete
  3. "წესიერების პლედში გახვეული სიძვის ქანდაკებას გავს ჩემი ორი მეს ერთად ცხოვრება"- ხანდახან სერიოზულად მშურს შენი მწერლობის ნიჭის. :)

    ReplyDelete
  4. ჩემი ყველაზე ”მკითხველი” ხარ შენ!!! ზოგჯერ მგონია რომ შენთვის ვწერ ხოლმე.... :)))

    ReplyDelete