მოვლენები მერევა ერთმანეთში. სხვანაირად ვფიქრობ, სხვა სახელს ვარქმევ ამათუიმ, გრძნობას, ფაქტს, მოვლენას, ყველაფერს.
იმას კი არ ვამბობ, რომ განსაკუთრებული და დიდად განსხვავებულად მოაზროვნე ვარ. არა, უბრალოდ სხვისთვის შავს მე თეთრად ვხედავ, ან პირიქით.
ვერავინ ვერაფით დამიმტკიცებს, რომ ის შავი, რომელსაც ნათლად ვხედავ სინამდვილეში თეთრია!
ჯიუტი ვარ???
არა, სულაც არა. ზოგჯერ გასაგიჟებლად დამყოლი და დამთმობი ვარ. ოღონდ, ”ზოგჯერ” და ალბათ არც ყველასთვის.
ამ ცოტა ხნის წინ, დიდი კამათი თუ დისკუსია მკონდა ჩემს მეგობრებთნ, ვკამათობდით ე.წ. ”სიყვარულზე”.
მე არ ვამბობ რომ, არ არსებობს. უბრალოდ არ ვიცი როგორია. პეპლები მუცელში, გულის აჩქარება, სუნთქვის შეკვრა და რა ვიცი კიდევ უამრავი სიმპტომი, რომელსაც ბევრი ყვება. ვიცი, მქონია, მიგრძვნია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ის არ არის.
არ მგონია რომ ეს საკმარისია.
მე გაცილებით მეტი მჭირდება!
ჩემთვის ის ყველაფერი რასაც სხვა სიყვარულს ეძახის, ”კომფორტია”. ”ფუფუნება” და ”სიმშვიდეა” .
აბა რა უნდა იყოს, თუ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს, ცამდე განსხვავებული ხასიათით, მიზნებით, ინტერესებით და რაც მთავარია სქესით, შეუძლიათ უსიტყვიდ ან თუნდაც 2 სიტყვაში გაუგონ ერთმანეთს.
ერთმანეთს, როგორც ერთი სხეული ისე ეჩვევიან და საკუთარი თავივით ეძვირფასებათ?! ხო, ვიცი იდეალური არ არსებული, სულიერის და ხორციელის ნაზავი. მსმენია ოქროს შუალედზეც, მაგრამ რა არის ის, ჩემი მეგობრის სრულიად განსხვავებული გრძნობა.
რატომ ეძახის სიყვარულს, თუ ერთმანეთის საერთოდ არ ესმით.
თუ ორივე იმდენად განსხვავდება, იმ იდეალური მორე ნახევარის პროტოტიპისგან, რაც საკუთარ თავში დახატეს და თუ არა ეს ერთადერთი შემთხვევა არც კი შეხედავდენენ ერთმანეთს. მათ ოჯახი აქვთ, შვილი ყავთ და საკმაოდ-ზე ხშირად კამათობენ. მაგრამ ამტკიცებს, მე მიმტკიცებს რომ თავისი ცოლი დედამიწაზე ყველაზე მეტად უყვარს და არ არსებობს მაგაზე დიდი ფუფუნება და სიმშვიდე, როცა იცის რომ როცა თვითონ არ არის სახლში სწორედ ის აძინებ, მის ერთადერთ შვილს. მჯერა. აი მართლა მჯერა, ოღონდ ვერ ვხდები ”რატომ?”. ვერ ვხდები რატომ არის მისთვის დისკომფორტი და ჩემთვის კომფორტი, ”სიყვარული”.
დღეს ბევრი ვისაუბრე და მივხვდი, რომ ადვილად და ზედმეტად ვეჩვევი და ვეკიდები ადამიანებს. ვეჩვევი და დამოკიდებული ვხდები ადამიანებზე, როგორც წამალზე. თუ გამომეცალა და წამერთვა დაბნეული და უსუსური ვხდები, მარტო ვრჩები და მიჭირს გაგრძელება. უკვე რამდენჯერ, შევეჩვიე და დავკარგე, დავრჩი მარტო და ხელისცეცებით სიბნელეში ვცადე გზის გაკვლევა...
ცხოვრებაში, ერთადერთი რასაც უნდა შეეჩვიო საკუთარი სუნთქვაა... ის არასდროს მიგატოვებს და თუ მიგატოვა უკვე აღარ დაგჭირდება გზის გაკვლევა.
დღეს ბევრი ვისაუბრე და მივხვდი, რომ ადვილად და ზედმეტად ვეჩვევი და ვეკიდები ადამიანებს. ვეჩვევი და დამოკიდებული ვხდები ადამიანებზე, როგორც წამალზე. თუ გამომეცალა და წამერთვა დაბნეული და უსუსური ვხდები, მარტო ვრჩები და მიჭირს გაგრძელება. უკვე რამდენჯერ, შევეჩვიე და დავკარგე, დავრჩი მარტო და ხელისცეცებით სიბნელეში ვცადე გზის გაკვლევა...
ცხოვრებაში, ერთადერთი რასაც უნდა შეეჩვიო საკუთარი სუნთქვაა... ის არასდროს მიგატოვებს და თუ მიგატოვა უკვე აღარ დაგჭირდება გზის გაკვლევა.
ცხოვრებაში ერთადერთი რასაც უნდა შეეჩვიო საკუთარი სუნთქვაა... ის არასდროს მიგატოვებს და თუ მიგატოვა უკვე აღარ დაგჭირდება გზის გაკვლევა.
ReplyDeleteამ ბოლო დროს ჭეშმარიტებებს ვღაღადებ :)))
ReplyDeleteსამწუხაროდ ადამიანს მარტოობის გრძნობა არ აძლევს მოსვენებას. ნუ ეცდები ადამიანის შეცვლას– ისეთი მიიღე, როგორიც არის და ნუ შეგესინდება მარტოობის გრძნობის– ის ყოველთვის ყალბია. მარტო ვერასდროს იქნები, მიუხედავად იმისა წავლენ თუ არა ადამიანები შენი ცხოვრებიდან. :)
ReplyDelete"მიმტკიცებს რომ თავისი ცოლი დედამიწაზე ყველაზე მეტად უყვარს და არ არსებობს მაგაზე დიდი ფუფუნება და სიმშვიდე, როცა იცის რომ როცა თვითონ არ არის სახლში სწორედ ის აძინებ, მის ერთადერთ შვილს" :) კარგი იყო! საყვარლები არიან, თუმცა მეც არ მესმის მაშინ რატომ ჩხუბობენ და რატომ შორდებიან ესე ხშირად. იქნებ ერთხელ კიდევ განვიხილოთ უფრი დეტალურად ეგ თემა მაგ შენს მეგობართან, საინტერესო იქნება
ReplyDelete