ნაძვის ხე 15 დეკემბერს დავდგი. დიდი ზარ-ზეიმით, ბავშვებთან ერთად ავაწყვე და გავაჭახჭახე ვერცხლისფერი გრილიანდები.
სანტას ქუდით დავდივარ სამსახურში, მანქანაშიც კი დავკიდე საახალწლო სათამაშოები.
ვინც მხედავს, თვით პოზიტივს მეძახის და ამბობენ რომ ახალ წელს ყველაზე მეტად ვეგებები.
არადა, არ მინდა რომ მოვიდეს.
ერთი საჩუქარი და ალბათ ერთადერთიც, უკვე მივიღე და მეტს არ ველოდები. მე უკვე გავაჩუქე და კიდევ მაქვს რამოდენიმე საჩუქარი გასაკეთებელი, სულ ეს არის.
მეშინია!
მგონია რომ რაღაც უნდა მოხდეს და ბევრი რამ დამრჩა გაუკეთებელი.
გული მწყდება რომ მთავრდება ეს წელი. 2012 ნორმალური წელი იყო, მარა არც ისეთი, რომ სამუდამოდ მინდოდეს ჩარჩენა.
არ ვიცი რატომ მაქვს ასეთი მოლოდინი მაგრამ ფაქტია, რომ 31-ში ისეთ ადგილას მინდა ვიყო, სადაც ამ თბილისურ და ზოგადად ახალწლურ ორომტრიალს ვერ ვიგრძნობ.
არ ვგეგმავ, არ ვემზადები, მაგრამ მაინც მოდის და ამიტომ სიჩუმეში მინდა გავექცე. 2013-ო მოდი, ოღონდ უჩემოდ აზეიმდი! მეზარება შენი ბზინვარება და რახა-რუხი!
2 დღის წინ, ჩემს მეგობართან ეზოში მისული, მაგიური ჩაის დასალევად ატყუებული აღმოვჩნდი. ჩაი, მართლაც ჯადოსნური არომატით იყო გაჟღენთილი.
მას, ღრმა ბავშვობის არომატი ასდიოდა. ფინჯანში ჩაყრილ, სხვადასხვა მცენარის ნაწილებს მდუღარე წყალი დაასხა და თავი დაახურა. ჭორაობას შევყევით და აზრზე მოსულმა ფინჯანს თავი მოვხადე, რომ ჩაი დამეგემოვნებინა.
ფინჯანიდან ისეთი წარსულის არომატი ამოვარდა, თავბრუ დამეხვა.
თვალები დავხუჭე და დიდი ხნის წინ წარსულში აღმოვჩნდი.
სახლში, ბებიასთან რომელსაც უამრავი მცენარის ფესვი თუ ფოთოლი ქონდა. თვითონ, ფარმაცევტს ალკოჰოლური სასმელებიც კი რაღაც ბალახების ფოთლებით ქონდა დაფერილი და არომატებით გამდიდრებული. ჩაიც, ხშირად ასკილით ან მიხაკით. კაკლის ან საზამთროს მურაბასთან ერთად.
ამ არომატზე თითქოს იმ დროინდელი სითბო დამემართა და იქაური მყუდროება ვიგრძენი.
ჩემი ბგერებით ახმაურებული კედლები. ბებია, რომელსაც ჩემი ყურება სიცოცხლეს უასკეცებს.
ნებისმიერი სურვილი ასრულებადია საკმარისია წამოგცდეს...
_”აუ, ბეე...”
_ ”კი ბებიკო აბა რას ვიზამ?!”
და, უკვე მზად არის ის ნანატრი ნამცხვარი რომელიც გინდოდა.
მისი მოქსოვილი წითელი ბერეტი.
კეჩხობში ვისვენებდით, ჩემი წითელი ბერეტის წყალობით მთელი სანატორიუმი წითელქუდას მეძახდა... მეც, თავი ნამდვილი წითელქუდა მეგონა.
ყოველ წელს 1 იანვარს მამას აუცილებლად პირველად მასთან მივყავდი მეკვლედ.
ასე გრძელდებოდა ძალიან, ძალიან დიდხანს.
ბოლო პერიოდში, საკმაოდ ხშირად ვცდილობდი მასთან ახლოს ყოფნას.
ბევრჯერ, ლექციების მერე გვიან მივსულვარ მოსაფერებლად და მწუხარებაში გასამხნევებლად, მერე წავსულვარ სახლში.
მასთან დარჩენილს ღამე იმით გამღვიძებია, რომ საბანს მისწორებდა.
მაშინაც კი როცა ძალიან უჭირდა სიარული მზად იყო ნებისმიერი ჩემი სურვილი შეესრულებინა. მაგიდასთან სადილის დროს, ხურობით მითქვამს, ”აუ ბე გეხვეწები წყალი მომირბენინე რა... ” და მისი მყისიერი რექცია! ცდილობდა ზუსტად ამ სიჩქარით წამომდგარიყო, მაგრამ... მერე ყველა ერთად ვიცინოდით, ვერ შეეჩვია იმას რომ არ შეეძლო ისევ პატარა გოგოსავით ცუნცული. :)))
მენატრება, ჩემი თეთრი, სრულიად თეთრი, დედას არომატიანი ბებია!!!
მიტოვებულის და მიმტოვებლის თემა მინდოდა განმევრცო...
არ შემრცხვება და ვიტყვი, რომ რეზის პოსტი ჩემი იყო. მან ყველაზე ”რთულ” განწყობაში მისმინა და პოსტით დამაიმედა...
მას მიაჩნია, რომ მე და მთელი ჩვენი უბედური მეგობრები, ყველა მიტოვებულები, უარყოფილები და ბედნიერებისგან ზურგშექცეულები ვართ.
მე სასტიკად არ მინდა დავეთანხმო ამ მოსაზრებას. სხვები იტყვიან _ ვინ ვინ მიატოვა საკითხავიაო, მაგრამ ყოველთვის 2 ადამიანის პირდაპირი თუ ირიბი შეთანხმების შედეგად ინგრევა ურთიერთობები.
რაოდენ რთული სათქმელიც არ უნდა იყოს, სამწუხაროდ, საკუთარი ხელით მაქვს ყველა ურთიერთობა დასრულებული. გაცილებით უარესია რომ ზუსტად იცი, იმდენად აუტანელი ადამიანი ხარ ვერ ერევი საკუთარ ეგოიზმს და თვითონ არ გინდა დახუჭო მის სისუსტეზე თუ შეცდომაზე თვალი.
სამაგიეროდ, ადვილად ვაღიარებთ, რომ მან ჩვენი ფასი არ იცის. ვერ დააფასა, ის ძვირფასი წუთები რაც მას ვაჩუქეთ.
არადა, ყველა წუთი რაც კი დადებითი იყო, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დადგმული ზეიმი იყო. საკუთარ კმაყოფილებაში ვიძირებოდით, ვტკბებოდით და დანაყრებულები ვინაბებოდით ბედნიერების მკლავებში.
დამთავრდა!
მორიგიlove story მორჩა!
შენ ისევ ფიქრებში იძირები და ცდილობ მოერიო უკმარისობის შეგრძნებას.
ეს გზა უკვე გატკეპნილი გაქვს და თვალდახუჭულს შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით დაინახო შენი შემდგომი მდგომარეობა.
დაშორებიდან I დღე, II დღე, III და ასე შემდეგ... ამ თვლასთან ერთდათ, ჩუმად მიყურადებული მიყვები საკუთარ თავს ცნობისმოყვარე მეზობელივით და ცდილობ საკუთარი თავი რაღაც განსხვავებულ ემოციაში გამოიჭირო.
ადამიანები განსხვავებულად ცდილობენ ებრძოლონ ამ განშორებას.
წინა შემთხვევებში ერთნაირად მკურნალობდი _ სასწრაფო დიეტა, განახლებული გარდერობი, გახალისებული თმის ფერი, ახალი სამკაულები და მაკიაჟი!!!
შველის, აუცილებლად შველის!!!
შეიძება მართლა გიშველოს თან ფიქრების გადატანაში გეხმარება, მაგრამ ზოგჯერ ხვდები რომ საკმარისი არ არის და როგორც კი თავთან მარტო რჩები, თუნდაც ლიფტში, მაშინვე გეხვევა უამრავი საშინელი ფიქრი და ცდილობ დავიწყებას.
სასმელი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ერთჯერადი სექსუალური პარტნიორები!!!
გინდა რომ ის ადამიანი დათრგუნო შენში, ვინც ამ დრომდე იდეალურს ცდილობდა მიმსგავსებოდა. ადამიანი ვინც დადებითი ემოციებით, მხოლოდ იმიტომ ივსებოდა რომ იმ ერთადერთისთვის წვეთ-წვეთ გადაენაწილებინა.
ფიქრობ, რომ თუ სიყვარულში ფულს გადაიხდი და ფულის სანაცვლოდ მიიღებ სითბოს, სხეული გაჯანსაღდება და გული გაქვავდება. მართლაც შესაძლებელია გააქრო ემოციები, დააშრო ცრემლი და იმდენად გადაღალო სხეული რომ ემოციები ვეღარ შესძლო! შეიძება პარტნიორების და გასართობის (არაჯანსაღი გასართობების) ძებნამ ყველაფერი დაგაკარგინოს. შენგან მხოლოდ გარეგნული იერი დატოვოს, ან ეგეც გააქროს...
ერთი რჩევა მინდა მოგცეთ თქვენ და პირველ რიგში ჩემს თავს! მიიღეთ ეს ცვლილებები მარტივად. ნუ მიანიჭებ ყურადღებას და ნუ იფიქრებ რომ სამყაროს დასასრული დადგა! დილას გაღვიძებულმა შთააგონე შენს თავს, რომ ყველაფერი სრულდება და ამით ცხოვრებას ვერ აიძულებ რომ დასრულდეს.
აბაზანაში შესულს კბილის პასტის ცარიელი ტუბი რომ დაგხვდეს, ან შხაპის მიღების დროს რომ აღმოაჩინო შამპუნის დაცლილი კოლოფი, თუნდაც მოულოდნელად დაწყვეტილი წყალი, ერთი ზომის უბედურებებია ეს ყველაფერი და გირჩევ არც კბილის ხეხვაზე თქვა ამის გამო უარი. ან წყლის მოსვლის მერე ნუ აიძულებ შენს თავს სამუდამოდ აბაზანაში გამოკეტვას!
შესაჯამებლად მინდა გითხრა, განაგრძე ცხოვრება და ეძიე ბედნიერება ყველაფერში!!! დატკბი მზიანი განთიადით სუსხიან ზამთარში, მოვა ზაფული და მოგვანატრებს წვიმას და გრილი საღამოებს.