Pages

Wednesday, January 30, 2013

ბრიუგე-თბილისი და პირიქით...


ეს არის მონაკვეთი, რომელსაც ფიქრებით დღეში 200-ჯერ გავდივარ.
ყოველ დილით 3300 კილომეტრის იქით ვიღვიძებ. 
ფიქრებში რამდენჯერ ვუფრენ და ვცურავ ამ ტრაექტორიით არავინ იცის... 
ზღვის გადაცურვაც ზუსტად იმიტომ მინდოდა რომ ბელგიის ამ ერთ ძველ ქალაში, ჩემს ერთადერთთან ჩავსულიყავი... 
ბილეთები უკვე ნაყიდი მაქვს, საელჩოშიც ამ დღეებში შევდივარ და წინასწარ დაგეგმილი თარიღის გათვლისწინებით, უკუღმა ვითვლი დარჩენილ დღეებს...
რამოდენიმე დღის წინ მოულოდნელი სურპრიზი დამატყდა თავს...
მაშინ როცა კალენდარში მონიშნული დღეების მიხედვით ჩემს წასლამდე დარჩენილი იყო 23 დღე _  მან,  ჩემმა ერთადერთმა, მოულოდნელად აიღო უახლოესი ბილეთი და 23 საათში თბილისის აეროპორტში დაფრინდა... 
მივდიოდი დასახვედრად და ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ასეთი რამ მართლა შესაძლებელია. ბოლო წუთამდე მეგონა, რომ რაღაც მოხდებოდა და ჩამოსვლაში ხელი შეეშლებოდა.
უამრავ ჩამოფრენილ ხალხს შორის, გულის ფანცქალით და თვალის ცეცებით ვეძებდი, ასე მონატრებულ ერთადერთს...
შეხვედრა იმაზე გულთბილი იყო ვიდრე ველოდი.
სიხარულით გაფართოვებული თვალებით ერთმანეთის ყურებით ვნაყრდებოდით. ვიდექით და ვერ გადაგვეწყვიტა მანქანაში ჩასხდომა... საკმაოდ სპონტანურად გადაწყდა ვიკ-ენდის გეგმებიც და დილის 4 საათზე მიზანმიმართულად დავიძარით ბაკურიანისკენ.
ამის შემდგომი ამბები, მხოლოდ ჩემია და ნება მიბოძეთ ეგოისტურად გავჩუმდე და მრავლმნიშვნელოვანი ღიმილით შემოვიფარგლო :)) 
მე მხოლოდ 16 დღე მაშორებს ოცნებაში მრავალჯერ შემდგარი რეისის  განხორცილებაში. 

Monday, January 21, 2013

მე გადმოვცურავ ზღვას

ვერ გეტყვით რამდენჯერ ვეძებდი ჩარკვიანის სიმღერის ამ ვერსიას! მილიონჯერ მაქვს გასერჩილი და მხოლოდ ახლა ვიპოვე! 
თითქმის 1 წლის წინ, თებერვალში პოსტი დავწერე. ამ სიმღერის ფონზე მოსული ემოცია მქონდა გადმოტანილი. შიში და მწუხარება რომ იმ სუსხიან საღამოს, არავის მოუჩქაროდა ჩემთან. რომ არავის ქონდა სურვილი ჩემთვის გადაეცურა ზღვა... 
ახლა კი საგიჟეთში ვარ, იგივე სიმღერით...
მაშფოთებს მისი მოუსვენარი მოლოდინი, როცა მიცდის და განიცდის სუსხიან დღეებს ჩემს გამო. მიცდის რომ მივიდე და გავთბე მისი სიყვარულით. ის კი არ იცის რომ მისი სითბო და სიყვარული მთელი დღე გულით დამაქვს. როცა სხვებს სიცივე აკანკალებს მე მისი სიყვარული მათრთოლებს.

ის ჩემს გამო ზღვას  გადმოცურავს და დამიბრუნდება ამდენი წლის შემდეგ. ყოველდღე ვრწმუნდები რომ თუ კი რამ ხდება, ზუსტად იმ მომენტში ხდება როცა საჭიროა.
თუ ვინმეს გონია რომ ოდესმე გვიანდება სითბოს გაცემა, მინდა იმედები გავუცრუო...
მთელი 18 წლის შემდეგ მომაკითხა ბავშვობის რომანტიზმში ჩარჩენილმა ზრდასრულმა. ყველა იმ მახასიათებლით შემკობილმა ადამიანმა ვისაც ასე გამალებით ვეძებდი. მე ვიპოვე ადამიანი ვისშიც ერთად არის დიდი და პატარა სიყვარულით დაბრმავებული და პასუხისმგებლობით ფხიზელი მამაკაცი. მივხვდი რომ თუ კი რამ პოსტი დამიწერია, სხვებზე საწუწუნოდ მხოლოს წინათგრძნობა იყო ჩემი. ზუსტად ის აქვს მას, რაც ყველას აკლდა. იგი სავსეა ჩემით და მავსებს საკუთარი არსებით. ვიცი რომ მიცდის და განიცდის ყოველ დაგვიანებულ წუთს, მაღვიძებს და მაფხიზლებს მაშინ სანამ ცუდ სიზმარს ვნახავ. არ მიტოვებს ნეგატიური შეგრძნების მარცვალსაც. მას შეუძლია გისმინოს ძალიან ყურადღებით და ზუსტად გაიგოს ის ერთი სიტყვა რაც უნდა გაეგო. ბევრი არ დაიჯერებს, ბევრი იფიქრებს რომ აგონიაში ვარ და ვბოდავ, მაგრამ მინდა გითრათ რომ საღ გონებაზე ვარ და სრულიად ვაცნობიერებ მის არსს.

მელანქოლიას აღარ სცალია ჩემთვის!!!