Pages

Wednesday, January 30, 2013

ბრიუგე-თბილისი და პირიქით...


ეს არის მონაკვეთი, რომელსაც ფიქრებით დღეში 200-ჯერ გავდივარ.
ყოველ დილით 3300 კილომეტრის იქით ვიღვიძებ. 
ფიქრებში რამდენჯერ ვუფრენ და ვცურავ ამ ტრაექტორიით არავინ იცის... 
ზღვის გადაცურვაც ზუსტად იმიტომ მინდოდა რომ ბელგიის ამ ერთ ძველ ქალაში, ჩემს ერთადერთთან ჩავსულიყავი... 
ბილეთები უკვე ნაყიდი მაქვს, საელჩოშიც ამ დღეებში შევდივარ და წინასწარ დაგეგმილი თარიღის გათვლისწინებით, უკუღმა ვითვლი დარჩენილ დღეებს...
რამოდენიმე დღის წინ მოულოდნელი სურპრიზი დამატყდა თავს...
მაშინ როცა კალენდარში მონიშნული დღეების მიხედვით ჩემს წასლამდე დარჩენილი იყო 23 დღე _  მან,  ჩემმა ერთადერთმა, მოულოდნელად აიღო უახლოესი ბილეთი და 23 საათში თბილისის აეროპორტში დაფრინდა... 
მივდიოდი დასახვედრად და ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ასეთი რამ მართლა შესაძლებელია. ბოლო წუთამდე მეგონა, რომ რაღაც მოხდებოდა და ჩამოსვლაში ხელი შეეშლებოდა.
უამრავ ჩამოფრენილ ხალხს შორის, გულის ფანცქალით და თვალის ცეცებით ვეძებდი, ასე მონატრებულ ერთადერთს...
შეხვედრა იმაზე გულთბილი იყო ვიდრე ველოდი.
სიხარულით გაფართოვებული თვალებით ერთმანეთის ყურებით ვნაყრდებოდით. ვიდექით და ვერ გადაგვეწყვიტა მანქანაში ჩასხდომა... საკმაოდ სპონტანურად გადაწყდა ვიკ-ენდის გეგმებიც და დილის 4 საათზე მიზანმიმართულად დავიძარით ბაკურიანისკენ.
ამის შემდგომი ამბები, მხოლოდ ჩემია და ნება მიბოძეთ ეგოისტურად გავჩუმდე და მრავლმნიშვნელოვანი ღიმილით შემოვიფარგლო :)) 
მე მხოლოდ 16 დღე მაშორებს ოცნებაში მრავალჯერ შემდგარი რეისის  განხორცილებაში. 

2 comments:

  1. როგორ მიყვარხარ ნეტა იცოდე :))))))

    "პრინც": შენ მე სასწაული დამაჯერე :)

    ReplyDelete