Pages

Tuesday, October 25, 2011

ფუჭი ოცნების კოშკები...

რაში გვჭირდება ადამიანებს ფუჭი ოცნების კოშკების აგება. ან რატომ გვაქვს ამხელა ნიჭი არაფრერში ვხარჯოთ ჩვენი ძვირფასი დრო?!
ამას განსაკუთრებული წარმატებით ქალები ვაკეთებთ.
ვიგონებთ ოცნების მამაკაცებს და მთელი ცხოვრება ყველა შემხვედრს მას ვადარებთ. თუ ვინმე ოდნავ მაინც წააგავს, გადავწყვეტთ რომ ეს ისაა და ერთადერთი შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
ოცნების, საქორწინო კაბები და თაიგულები გვაქვს თითქმის ყველას, პირველი ცეკვისთვის მელოდია... არადა ჯერ არც კი ვიცნობთ ისეთ ადამიანს ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას, კი არ შევძლებთ, უბრალოდ გვენდომება...
ისე, ძალიან მცირეა საჭირო რომ უსუსურმა ქალებმა თავი ბედნიერად ვიგრძნოთ.
”მეგობართან” გულახდილი საუბარი, რომელიც საკმაოდ იშვიათი გამონათებაა. უკვე ბედნიერები ვართ, რომ როგორც იქნა გული გადაგვიშალა და რა? რას ამბობს ამ საუბარში? იმას, რომ თურმე გარეწარია და ყველას (ქალებს), გამუდმებით რაღაცას ატყუებს და ყველასთვის ტკივილი მოაქვს, ოღონდ შენ არა!!! აბა რა უნდა მოგატყუოს? ხომ არაფერს დაგპირებია, არც ერთგულება შეუფიცავს. კიდევ რა ვიცი, არ ვიცი მიზეზი რატომ არ უნდა მოგატყუოს შენ. უნებლიედ გიჩნდება კითხვა ”მე რა, მამალი ვარ? რატომ მე არ მატყუებს” გიხარია და თან გული გწყდება. კი კაია, რომ არ გატყუებს, მარა ”ნუთუ ტყუილის ღირსიც არ ვარ?!”. ”დაჟე არც კი მატყუებს!!!” მაგის მერე სიმშვიდეს ინარჩუნებ და ასეთ დეტალებში აღარ ეძიები. აბა, მართლა ხომ არ იკითხავ, რატომ მე არ მატყუებო? მერე მოდის თანაგრძნობა, სიბრაზესთან და სიხარულთან შერეული. გინდა რომ შენც გული გადაუშალო, მაგრამ მერე ხვდები რომ შეიძლება, შენი გულახდილობა, გაცილებით შოკის მომგვრელი იყოს, ამიტომ ”ენას კბილს აჭერ” და თანაგრძნობით მრავალმნიშვნელოვნად იღიმი (გულახდილობას ისევ დაქალებისთვის ინახავ). ამის მერე მოდიხარ და გზაში გეწევა სიტყვები ”შენ მაინც ყველაზე განსაკუთრებული ხარ” აი!!! აი, სად დაგერხა!!! კოშკის ასაგები მასალა წამოგეწია... დაძინებაში, ფიქრი გიშლის უკვე ხელს და კითხვები, კითხვები... უპასუხო კითხვები!!!! რატომ ვართ ასე, ამდენხანს რა გვაიძულებს და რა გვაკავებს რომ სირაქლემას პოზაში, კოფორტულად გვაქვს ქვიშაში თავი ჩაყოფილი.

P.S.ამ კითვებზე პასუხი მეც არ მაქვს და ამიტომაც შუა გზაში გავწყვიტე პოსტი...
ბოლო იმედივით მაქვს, კითხვაზე პასუხის მიღება...

Friday, October 21, 2011

ჩემი უცვლელი ოთახი...

ამ პოსტის დაწერა თათას, ოთახურმა პოსტმა მომანდომა...
ისე თბილად აქვს საკუთარი ოთახი დახატული, სახლში წასვლა და ჩემს ოთახში შეკეტვა მომინდა.
წლების განმავლობაში, ერთადერთ ასეთ მყუდრო ადგილად, ჩემს ოთახში საწერი მაგიდის კუთხეს ვთვლიდი.
ჯერ კიდევ მაშინ, სკოლის დავალებებს რომ ვაკეთებდი, ზოგჯერ იძულებით გამოკეტილი.
საწერი მაგიდა, ზემოთ ბევრი წიგნით გამოტენილი 4-5 თარო, გვერდით კიდევ ასეთივე კედელში შედგმული, წიგნების სიმძიმით დაღლილ თაროებიანი კარადა. თითქმის ჩემი ასაკის სანათი (ნაჩნიკი), რომელსაც ცალკე ისტორია აქვს... ბაღში, ჩემი ”პაკლონიკი”-ს მამამ საჩუქრად გამომიგზანა, ისე, რომ მგონი შვილმა დღესაც არ იცის :)))
მაგიდაზე ყოველთვის ქაოსი, რომელიც თავისებურ მყუდროებას ქმნიდა, მიმობნეული უამრავი წიგნი და რვეული. თეთრი, ვარდისფერ ორნამებტებიანი, თიხის პასტების ჩასადები. უჯრა რომელშიც ქაოტურად ეყარა აქტუალური ნივთები თუ სუვენირები. ეს შეიძლება წერილი ყოფილიყო, ისტორიის ან ფიზიკის გაკვეთილზე, ჩუმად მიმოწერილი, გოგოებში. თემები ათასნაირი... მასწავლებლის ვარცხნილობა ან კაბის ფერი, შეიძლება პარალელურ კლასელი ბიჭის მზერა. რა არ მოგივა თავში, იმისათვის რომ თავი გაირთო გაკვეთილზე.
გაკვეთილების მზადების პარალელურად ჩანაწერების კეთება და ოცნება რომელიც გროვდებოდა და გროვდებოდა. არ მახსოვს მაშინ რაზე ვოცნებობდი და რამდენად მოხდა ამ სურვილების მატერიალიზაცია, უკვე დღევანდელ ცხოვრებაში.
მეათე კლასში ამ ადგილს ერთი ძვირფასი ადამიანის ფოტო დაემატა, ისიც თითქოს სულ ჩემთან იყო იმ განმარტოებულ მყუდროებაში.
ამის მერე, პერიოდულად იცვლებოდა მაგიდაზე გაშლილი წიგნების სახელები, რვეულები ... სკოლა, უნივერსიტეტმა შეცვალა, აქტუალურმა სუვენირებმა უჯრიდან კოლოფში და უჯრის ქვემოთა პატარა კარადაში, ოჯახური ალბომების გვერდით გადაინაცვლა, მათ ადგილას ბევრად აქტუალური ნივთები მოთავსდა...
ისე, რა საინტერესოა, როგორ იცვლება შეხედულებები და როგორ კარგავს აქტუალურობას სამახსოვრო ნივთები.
ამ ოთახში დღესაც ისევე კიდია წიგნებით გამოტენილი თაროები და უფრო მეტად, უკვე წლებით დაღლილ თაროებიანი კარადა...  იგივე მაგიდა დგას, თითქმის 22 წლის სანათი. ვარდისფერ ორნამენტებიანი თეთრი პასტების ჩასადები კიდევ დევს, კვლავ არეულ მაგიდაზე და სურათიც...
ეხლაც, როცა განმარტოვება მინდება, საკუთარ თავთან და წარსულთან ამ არეულ მაგიდაზე, წიგნებს მივწევ და ჩემი ნოუთბუქით მივუჯდები ხოლმე. დღესაც იგივე სიამოვნებას მანიჭებს, ამ კუთხის საგულდაგულოდ დალაგება. კიდევ ვხვდები ”აქტუალურ” ნივთებს, ახალ-ახალი ისტორიებით დატვირთულს და ჩემთვის სიამოვნებით ვიღიმი. მსიამოვნებს, რომ ჯერ კიდევ მაქვს ადგილი სადაც ყველაფერს ჩემი სუნი აქვს, ყველაფერი ჩემს ხმაზე ხმაურობს.
ერთი შეხედვით ცვალებადი ადამიანი ვარ, მაგრამ მიყვარს რომ ჩემს ოთახში უცვლელი ქაოსი სუფევს.

Thursday, October 20, 2011

ეგვიპტე, მისი სიდიადით და ჩემი სუბიექტური თვალით....

ამ წერილით მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს. მას, ვინც თურმე ჩემსავით ოცნებობდა ეგვიპტის და დიადი პირამიდების, საკუთარ თვალით ნახვაზე.
მე კიდევ, ჩემი გადამეტებული და თავხედი ემოციებით, მოვუკალი ეს სურვილი.
       ყველაფერი თბილისის აეროპორტით იწყება ისევე როგორც ყველა ”პაესტკა” ფრენით,
მერე შარმ-ელ შეიხი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წითელი ზგვის სანაპირო, მარჯნებით და კამკამა წყლით, ისეთით მანამდე რომ არსად მენახა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წყალი ისეთი შაბიამნისფერია როგორც ბასეინში. საოცრება თვითმფრინავის ილუმინატორიდანვე თვალნათლივ ჩანს. უზარმაზარი უდაბნო - ქვიშის ოეანე, ულამაზესი და ძალიან ბევრი ლამაზი წყალი. სული გეკვრება და ენა გივარდება. თბილისის არეული ამინდებიდან შესაბამისი სამოსით წასულებს, ცხელი ჰავა და მასთან მოულოდნელი შეგუება მოგვიხდა.
        გაოცებას იწვევს არც თუ ევროპული დახვედრა, ვიზას ადგილზე, აეროპორტში იღებ თუ დამატებით თანხა გადაიხდი არავინ შეგაწუხებს ბლანკების შევსებაზე. ავტობუსში მარტივად დადებენ უზარმაზარ ჩემოდან, თუ რა თქმა უნდა ფულს ფაგაიხდი. სასტუმროს ნომერიც შეიძლება მარტივად გამოცვალო და სასურველი აირჩიო, ისევ თანხის სანაცვლოდ, მაგრამ მე და ჩემს თანამგზავრს (დაქალს) გაგვიმართლა და მომხიბვლელი ღიმილით თუ დადებითი აურით, პირდაპირ შეგვხდა მოსაწონი ნომერი.
სატუმროს ბასეინში გაგრილების მერე იწყება შემდეგი დღეების დაგეგმვა, ექსკურსიები, პკლაჯზე გასვლა და შოპინგი, ეს ყველაფერი აუცილებელია რაც უნდა მოესწროს 10 დღიან დასვენებაში.
გეგმები ასეთია :
1. ქაირო და პირამიდები, შესაბამისად სფინქსი და ნილოსზე გასეირნება, იქვე შოპინგი, პაპირუსის საამქრო, ეთერზეთების ქარხანა და მუზეუმები.
2. სინას მთა და წმინდა ეკატერინეს მართმადიდებლუეი ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა ტარდება და მართმადიდებელი ბერები წირავენ.
3. დაივინგი
4. კვადროციკლებით უდაბნოში ვოიაჟი.
5. აუცილებლად გასეირნება ყველაზე ხმაურიან ადგილას შარმში, ეს არის ნაამა ბეი. თითქმის ევროპული ადგილი, ბევრი მაღაზიით, რესტორნით და კაზინოებით ასევე საკმეოდ სერიოზული სასტუმროებით.
ექსკურსია ქაიროში დაიწყო ღამის 1.00 საათზე. გზაში, დილის 8.00 საათზე, საკმაოდ ცუდ ადგილას საუზმე. მერე დაახლოებით11-ზე უკვე ქაიროში, დადგა ჟამი ბავშბის და მთელი შეგნებული ცხოვრების  ოცნების ასრულების. ჩემი თვალით ვნახე პირემიდები. მოდით ცოტა რეალურად აღვწერ ქაიროს დიდებულებას, მოსახლება დაახლოებით 8 მილიონი კაცი. ეს არის მიზეზი რითაც ხსნიან იქაურ ანტისანიტარიას. ეს არ ვიცი შეიძლება გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ მზგავსი რამ 90-იანებში ხდებოდა ჩვენთნ და ცუდ მოგონებად მაქვს დარჩენილი. მთლიანობაში ქალაქი ლამაზია.  
    ნილოსი, საპატიო ადგილი უკავია არამხოლოდ ქალაქში, არამედ მსოფლიო რუკაზეც. თუმცა დაახლოებით ისეთი არომატია მის სანაპიროზე, როგორც თბილისში მტკვართან, ცხელ ზაფხულში. დიდი პატივით გავისეირნეთ ნავით ამ მდინარეზე. ნიანგები არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი არიან თუ არა კიდევ დარჩენილი... ხო კიდევ ერთი, თურმე სახლების ფასი ყველაზე ძვირია ამ სანაპიროზე.
ქაიროში არის ასევე, წმინდა გიორგის ქრისტიანული (კოფტების )ეკლესია, როგორც ამბობენ იქ ასებული რგოლი და ჯაჭვრბი არის ის, რითაც წმინდა გიორგი აწამეს, თუ ამ ნივთებს შეეხები  და სურვილს ჩაუთქვამ აგისრულდებაო....
  დავუბრუნდეთ პირამიდებს, ვის ზუსტად არ ვიცი მაგრამ ზუსტად ვიცი რომ უთქვამს... -თუ პირამიდები არ გინახავს ე.ი. ეგვიპტეში არ ყოფილხარო. ამ აზრს აბსოლიტურად ვეთანხმები. კიდევ ერთიც აქვთ ნათქვამი, თუ პირამიდები არ გინახავს ე.ი. არ გიცხოვრიაო, აი ამას ვერ დავეთანხმები, ბევრს არ უნდახავს, მაგრამ საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობს ;)
სფინქსიც, დგას და დუმს როკორც პირამიდები, იქაურობას უამრავი ტურისტი და ადგილობრივი ახმაურებს, თან საკმაოდ წარმატებით. მარტო რომ ჩახვიდე და და განმარტოვდე ამ დიდებულების წიაღში გაცილებით უკედ დააგემოვნებ იქაუ ღირებულებებს.

მუზეუმი, სადაც მოსახვედრად უნდა გაიარო თვალუწვდენელი რიგი ბილეთების და საშვის აღება, კიდევ გიდი რომელიც მთელს გუნდს ”კოდურ” სახელს "HABIBI"-ს ეძახდა. ამას ისეთი ხმით გვეძახდა მთემლს მუზეუმში ისმოდა და ჩვენც, დაბნეული წიწილებივით მის ირგვლივ ვგროვდებოდით ისტორიული ცნობების გასაგებად. ასევე პაპირუსების ქარხანა სადაც შევიძინე ”განსაკუთრებული” განსაკუთრებულად ძვირი პაპირუსი...

სინას მთა და სასწაულმოქმედი ძალა ...

ეს ექსკურსია იწყება ღამის 11საათზე, დაახლოებით 2 საათია საჭირო რომ მიხვიდე ადგილამდე სადაც ავტობუსი ჩეწრდება. მერე იწყება საკმაოდ რთული გზა. გადიხარ დაახლოებით 7 კილომეტრს ფეხით, ეს გზა მთილანად მიდის მთაზე, კლდეზე. გზა რა თქმა უნდა ბნელია ანათებს ყველა ტურისტი ადგილზე დარიგებული ფანრებით, ყველა გუნდს საკუთარი გიდი ყავს, რომელიც გზადაგზა გვასვენებდა, იქ ასასვლელად დიდი მონდომება და ასევე,  თანაბრად გადანაწილებული ძალაა საჭირო.
გზაში გხვდებიან ბედუინები რომელიც გთავაზობენ აქლემით აყვანას.
თქმულება იმის შესახებ, რომ ვინც სინას მთაზე ფეხით ავა და იქ განთიადს შეხვდება ყველა ცოდვა მიეტევება გაძლევს ძალას რომ ფეხით განაგრძო დარჩენილი გზა. ეს მინიმუმი იყო რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ჩვენი ცოდვბის გამოსასყიოდად.  გზის დასასრულს უკვე თითქმის განთიადიც ახლოვდება და ყველა მიიჩქარის განთიადს იქ, ზემოთ იმ პატარა ტაძართან შეხვდეს. იქ, სადაც მოსეს 10 მცნება გადასცა უფალმა.
თითქოს დაღლილობა უკვალოდ ქრება. ცივა და ოფლიანი ტანსაცმელი ზედ გაშრება, მაგრამ ბენიარეი ხარ, იმის ხილვით რაც იქიდან ჩანს. სალი კლდეები დილის მზის სხივებით და ამაღლებული განყობით გაჯერებული.
ეს ერთადერთი ადგილია ეგვიპტეში, სადაც ზამტარში თოვლი მოდის.
სინას მთის ძირში, არის წმინდა ეკატერინეს ტაძარი სადაც, მარჯვენა ხელის მტევანი ინახება და ეკატერინეს ბეჭედი, რომლის ასლსაც ყველა მომლოცველს, მას ვინც დილის წირვას დაესწრება  საჩუკრად გადასცემენ.
გაოცებას იწვევს, მუსულმანურ ქვეყანაში ასეთი მართმადიდებლური სიწმინდის ასე დაცვა.






კვადროციკლებით უდაბნოში გასეირნება...
ვისთვის როგორ... მაგალითად ჩვენებს, ვინც იქ იყვნენ ზოგს არც კი მოეწონა.
ჩემი აზრით ეს არის ადრენალინის, უდაბნოს ქვიშის მტვრის და დიდი ემოციების თაიგული.
შუა უდაბნოში კლდეებს შორის არის პატარა მყუდრო მოსასვენებელი ადგილი.    მოედნიტ სადაც სავარაუდოდ გასარტობი ღონისძიებები ეწყობა, აქ უფასოდ შემოგთავაზებენ ადგილობრივ, უგემრიელეს ჩაის. არის უამრავი სუვენირი რომელიც შეგიძლია შეიძინო.
ეს გასეინება ჩემს თავს ორჯერ ვაჩუკე მათ შორის ღამე, ღამე კი არა დილის 4 საათზე და მზის ამოსვლას იქ შევხვდით. ლამაზი და უჩვეულოა ეს ყველაფერი თავსაფარი და სათვალე მტვერისგან დასაცავად, სიბნელეს კვადროების დანათება შველის. ეს ერთ-ერთი შთამბეჭდავი რამ არის, რაც უნდა ქნა ეგვიპტეში.
დაივინგი, ეს ისეთი შთაბეჭდილების მომტანია, რომ შეიძლება წალში ემოციებით გაიგუდო!!!!
ულამაზეს ზღვის სამყაროს ხელით ეხები. კუსტოს ოდისეას რომ ვუყურებდი, სულ ვოცნებობდი აკვალანგი გამეკეთებინა და თუნდაც 1 წამით ჩამეყვინთა, აქ თითქმის ნახევარი საათი ვიყავი 20 მეტრის სიღრმეზე წყალში. ინსრუქტორს ვალსი ვეცეკვე და ერთჯერადი საწყალქვეშო 17$ ფოტოაპარატიტ დავაფიქსირე ის რასაც ვხედავდი. წიტელი ზღვა ისეთია აუცილებელი არ არის ჩაყვინტო რომ ეს ყველაფერი ნახო, კამკამა სანაპირო, ნაკრძალია და ისეთი თევზები ცურავს შენს გვერდით, რომ ცურვა გავიწყდება.
კიდევ ერთი, ეგვიპტეში არის უამრავის სურნელოვანი ზეთი. ნებისმიერი პარფიუმის სუნით.
იყო პარფიუმერული სალონი სადაც ერთი სიმპატიური პარფიუმერი ყოველდღე მაცდუნებლად მეპატიჟებოდა ჩაიზე, მეც ერთხელ ვცდუნდი. ჩაის სმასთან ერთად სპეციალურად ჩემთვიას, რამოდენიმე არომატისგან ჩემი სუნამო შეაზავა SPECIAL FOR ME.
საერთო ჯამში ჩემო ძვირფასო მეგობარო, ეგვიპტე გაძლევს საშუალებას რომ ერთ მოგზაურობაში განუზომელი ემოციები შეაგროვო. აივსო იმით რითაც ბევრი ვერ ივსება. წამოიღო ბევრი სუვენირი და სურათი. დაღლილობის მიუხედავად ”იმარიაჟო” ყველა შემხვედრთან, თუნდაც მარტში ”ზაგარით”, რასაც უამრავი კითხვა მოყვება. შენ, ძალიან თავდამჯერედ მსუბუი ინდეფენტურობით პასუხობ.-არა იცი, სოლარიუმში კი არა ეგვიპტეში ვიყავი, 1 კვირის წინ და წითელის ზღვის პლაჯზე დავიზაგრე, მერე მოდის და მოდის...
იხსენებ მხოლოდ ყველაფერ კარგს და სრულებით არ გახსოვს, პირამიდაში ჩასულს ”კლაუსროფობიის” პირველი შეტევა, მისი უსიამოვნო სუნი, უდაბნოს კვიშით გავსებული პირი, გახსოვს მხოლოდ ის რომ 1 კვირის წინ ყველაზე ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ძალიან ბევრს აქვს, მხოლოდ შენ აისრულე.
მერწმუნე, ბევრი ცდილობდა რომ გადამეფიკრა, იქ წასვლა მე კიდე ავდექი და წავედი, წავედი და ვნახე, ვნახე და ვისიამოვნე!!! აი ასე, და შემდეგშიც თუ კიდევ ოდესმე მომეცა საშუალება კიდევ ვესტუმრო ეგვიპტეს, მაქსიმალურს გავაკეთებ რომ შენც წამოხვიდე, ან შენით წახვიდე და მიიღო ოპირველად ნახვის სიამოვნება.