რაში გვჭირდება ადამიანებს ფუჭი ოცნების კოშკების აგება. ან რატომ გვაქვს ამხელა ნიჭი არაფრერში ვხარჯოთ ჩვენი ძვირფასი დრო?!
ვიგონებთ ოცნების მამაკაცებს და მთელი ცხოვრება ყველა შემხვედრს მას ვადარებთ. თუ ვინმე ოდნავ მაინც წააგავს, გადავწყვეტთ რომ ეს ისაა და ერთადერთი შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
ოცნების, საქორწინო კაბები და თაიგულები გვაქვს თითქმის ყველას, პირველი ცეკვისთვის მელოდია... არადა ჯერ არც კი ვიცნობთ ისეთ ადამიანს ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას, კი არ შევძლებთ, უბრალოდ გვენდომება...
ისე, ძალიან მცირეა საჭირო რომ უსუსურმა ქალებმა თავი ბედნიერად ვიგრძნოთ.
”მეგობართან” გულახდილი საუბარი, რომელიც საკმაოდ იშვიათი გამონათებაა. უკვე ბედნიერები ვართ, რომ როგორც იქნა გული გადაგვიშალა და რა? რას ამბობს ამ საუბარში? იმას, რომ თურმე გარეწარია და ყველას (ქალებს), გამუდმებით რაღაცას ატყუებს და ყველასთვის ტკივილი მოაქვს, ოღონდ შენ არა!!! აბა რა უნდა მოგატყუოს? ხომ არაფერს დაგპირებია, არც ერთგულება შეუფიცავს. კიდევ რა ვიცი, არ ვიცი მიზეზი რატომ არ უნდა მოგატყუოს შენ. უნებლიედ გიჩნდება კითხვა ”მე რა, მამალი ვარ? რატომ მე არ მატყუებს” გიხარია და თან გული გწყდება. კი კაია, რომ არ გატყუებს, მარა ”ნუთუ ტყუილის ღირსიც არ ვარ?!”. ”დაჟე არც კი მატყუებს!!!” მაგის მერე სიმშვიდეს ინარჩუნებ და ასეთ დეტალებში აღარ ეძიები. აბა, მართლა ხომ არ იკითხავ, რატომ მე არ მატყუებო? მერე მოდის თანაგრძნობა, სიბრაზესთან და სიხარულთან შერეული. გინდა რომ შენც გული გადაუშალო, მაგრამ მერე ხვდები რომ შეიძლება, შენი გულახდილობა, გაცილებით შოკის მომგვრელი იყოს, ამიტომ ”ენას კბილს აჭერ” და თანაგრძნობით მრავალმნიშვნელოვნად იღიმი (გულახდილობას ისევ დაქალებისთვის ინახავ). ამის მერე მოდიხარ და გზაში გეწევა სიტყვები ”შენ მაინც ყველაზე განსაკუთრებული ხარ” აი!!! აი, სად დაგერხა!!! კოშკის ასაგები მასალა წამოგეწია... დაძინებაში, ფიქრი გიშლის უკვე ხელს და კითხვები, კითხვები... უპასუხო კითხვები!!!! რატომ ვართ ასე, ამდენხანს რა გვაიძულებს და რა გვაკავებს რომ სირაქლემას პოზაში, კოფორტულად გვაქვს ქვიშაში თავი ჩაყოფილი.
P.S.ამ კითვებზე პასუხი მეც არ მაქვს და ამიტომაც შუა გზაში გავწყვიტე პოსტი...
ბოლო იმედივით მაქვს, კითხვაზე პასუხის მიღება...
როგორ მომბეზრდა კოშკების ნანგრევების თავზე დაფშვნა რომ იცოდეეეე.... იდეალური არ არსებობს?! არადა სადღაც არსებობს ვიღცისთვის ცუდი ჩვენთვის იდეალური, ვიღაცა ვიღცას აფასებს ..... მეზიზღება "გულახდილობა" როცა იცი რომ ძირითადად დიიიდ ტყუილზეა აგებული, მოუგონიათ რაგაც ისტორია და უტიფრად გიმტკიცებენ რომ "შენ ის არ ხარ შენ სხვა ხარ" მოიცა რააააააა..... მერამდენე ვარ ვისაც უმტკიცებ რო სხვაა? თუმცა ყველა ადამიანი ინდივიდია... მაგრამ რომ წახვალ და სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა " სხვაზე " ილაპარაკებ... ფუ მიმიფურთხებია ეგეთი გულახდილობისათვის...
ReplyDeleteძალიან გაბოროტებული ვარ !!!
ყველაფრის პასუხი ის არის, რომ გოგოებმა, განსაკუთრებით ჭკვიანებმა –საკუთარი თავის ფასი არ იცით. თანახმა ხართ უანგაროდ გასცეთ სიყვარული. ჰო და დაუყარე გენაცვალე ღორს მარგალიტები და მერე ნუ იწუწუნებ! თვითონ თუ არ აფასებ საკუთარ საკუთარ თავს და არ გჯერა შენი განსაკუთრებულობის– სხვას რატომ სთხოვ იგივეს? :) გენიოსი რეზიბუთა! :)
ReplyDeleteრეზიკ, სასაცილო იცი რა არის, ამ პოსტის მიხედვით, ის გეუბნევა რომ განსაკუთრებული ხარ შენ არ უჯერებ რომ განსაკუთრებული ხარ. ხო ჩემო გენიალურო ხო, ეგეთი ”ბოთეები” ვართ!!!
ReplyDeletefabiolorka:
ReplyDeleteოცნებები თავზე რომ არ დაგენგრეს, შენც უნდა გასცე სითბო და სიყვარული. მიღება ადვილია, გაცემაზე არავინ ფიქრობს. როცა ადამიანი ცდილობს რამე კარგი გაგიკეთოს, იმ კარგს შესაბამისი რეაქცია უნდა და კარგს გაგიკეთებს თუ ცუდს, ორივეზე არ უნდა ეჩხუბებოდე.
REZIBUTA: ხო, ეგეთებიც ხდება...
p.s.
ReplyDeleteროცა გეუბნება რომ განსაკუთრებული ხარ, ეს ნიშნავს რომ მისთვის მართლა განსაკუთრებული ხარ. ოღონდ, იმ ეტაპზე, როცა მაგას გეუბნება. შენ თუ აგური ჩაარტყი თავში, რათქმაუნდა, აღარ იქნები განსაკუთრებული :)))
პ.პ.ს. ცოტა ლაითად შეხედეთ ყველაფერს და გაცილებით მარტივი იქნება ცხოვრება :)
აგურს სულაც არ ვურტყამ, პირიქით თან ვყვები და ფინია ძაღლივით ანთებული თვალებით შევყურებ და ველოდები, ლუკმა ტკბილ სიტყვას...
ReplyDeleteyvelas tavisi gaschirvebia :)
ReplyDeletefabiolorka არ უნდა ელოდო მაგას. დაანახე რომ თუ მასე გააგრძელა, დააპაშოლებ. 1 შანსი მიეცი და თუ იგივე ქნა, დააპაშოლე. არ გჭირდება ეგეთი ადამიანი შენ, ვინც სათანადოდ არ/ვერ გაფასებს.
ReplyDelete