ამ პოსტის დაწერა თათას, ოთახურმა პოსტმა მომანდომა...
ისე თბილად აქვს საკუთარი ოთახი დახატული, სახლში წასვლა და ჩემს ოთახში შეკეტვა მომინდა.
წლების განმავლობაში, ერთადერთ ასეთ მყუდრო ადგილად, ჩემს ოთახში საწერი მაგიდის კუთხეს ვთვლიდი.
საწერი მაგიდა, ზემოთ ბევრი წიგნით გამოტენილი 4-5 თარო, გვერდით კიდევ ასეთივე კედელში შედგმული, წიგნების სიმძიმით დაღლილ თაროებიანი კარადა. თითქმის ჩემი ასაკის სანათი (ნაჩნიკი), რომელსაც ცალკე ისტორია აქვს... ბაღში, ჩემი ”პაკლონიკი”-ს მამამ საჩუქრად გამომიგზანა, ისე, რომ მგონი შვილმა დღესაც არ იცის :)))
მაგიდაზე ყოველთვის ქაოსი, რომელიც თავისებურ მყუდროებას ქმნიდა, მიმობნეული უამრავი წიგნი და რვეული. თეთრი, ვარდისფერ ორნამებტებიანი, თიხის პასტების ჩასადები. უჯრა რომელშიც ქაოტურად ეყარა აქტუალური ნივთები თუ სუვენირები. ეს შეიძლება წერილი ყოფილიყო, ისტორიის ან ფიზიკის გაკვეთილზე, ჩუმად მიმოწერილი, გოგოებში. თემები ათასნაირი... მასწავლებლის ვარცხნილობა ან კაბის ფერი, შეიძლება პარალელურ კლასელი ბიჭის მზერა. რა არ მოგივა თავში, იმისათვის რომ თავი გაირთო გაკვეთილზე.
გაკვეთილების მზადების პარალელურად ჩანაწერების კეთება და ოცნება რომელიც გროვდებოდა და გროვდებოდა. არ მახსოვს მაშინ რაზე ვოცნებობდი და რამდენად მოხდა ამ სურვილების მატერიალიზაცია, უკვე დღევანდელ ცხოვრებაში.
მეათე კლასში ამ ადგილს ერთი ძვირფასი ადამიანის ფოტო დაემატა, ისიც თითქოს სულ ჩემთან იყო იმ განმარტოებულ მყუდროებაში.
ამის მერე, პერიოდულად იცვლებოდა მაგიდაზე გაშლილი წიგნების სახელები, რვეულები ... სკოლა, უნივერსიტეტმა შეცვალა, აქტუალურმა სუვენირებმა უჯრიდან კოლოფში და უჯრის ქვემოთა პატარა კარადაში, ოჯახური ალბომების გვერდით გადაინაცვლა, მათ ადგილას ბევრად აქტუალური ნივთები მოთავსდა...
ისე, რა საინტერესოა, როგორ იცვლება შეხედულებები და როგორ კარგავს აქტუალურობას სამახსოვრო ნივთები.
ამ ოთახში დღესაც ისევე კიდია წიგნებით გამოტენილი თაროები და უფრო მეტად, უკვე წლებით დაღლილ თაროებიანი კარადა... იგივე მაგიდა დგას, თითქმის 22 წლის სანათი. ვარდისფერ ორნამენტებიანი თეთრი პასტების ჩასადები კიდევ დევს, კვლავ არეულ მაგიდაზე და სურათიც...
ეხლაც, როცა განმარტოვება მინდება, საკუთარ თავთან და წარსულთან ამ არეულ მაგიდაზე, წიგნებს მივწევ და ჩემი ნოუთბუქით მივუჯდები ხოლმე. დღესაც იგივე სიამოვნებას მანიჭებს, ამ კუთხის საგულდაგულოდ დალაგება. კიდევ ვხვდები ”აქტუალურ” ნივთებს, ახალ-ახალი ისტორიებით დატვირთულს და ჩემთვის სიამოვნებით ვიღიმი. მსიამოვნებს, რომ ჯერ კიდევ მაქვს ადგილი სადაც ყველაფერს ჩემი სუნი აქვს, ყველაფერი ჩემს ხმაზე ხმაურობს.
ერთი შეხედვით ცვალებადი ადამიანი ვარ, მაგრამ მიყვარს რომ ჩემს ოთახში უცვლელი ქაოსი სუფევს.
ეს სანათი –ჩემს სამსახურში, რომ დგას იმას მახსენებს ძალიან :)
ReplyDeleteმე პირიქით– წესრიგი თუ არ სუფევს აზრებსაც კი ვერ ვუყრი ხოლმე თავს – ქაოსის დედოფალო შენ! :დდდ
ქაოსი - ჩემთვის სიცოცხლეა, ანუ თუ ყველაფერი ხელუხლებლად დალაგებულია და ყველაფერი თავის ადგილზე დევს, ე.ი. ამ ნივთებით არავინ სარგებლობს. მე მიყვარს, რომ სამუშაო მაგიდაჩ შეძლება ზოგჯერ ზედმეტად, მაგრამ საქმიანად არეულია... სამუშაო პროცესია და სიცოცხლის მომეტია, არეულობა :))) (თავს ვიცავ, მოუწესრუგებლობა რომ არავინ დამაბრალოს)
ReplyDeleteმუდმივი ქაოსი, მოუწესრიგებლობა და მტვერი! ეს უკანასკნელი თუ შეისუნთქე ერთხელ, ისე შემთხვევით ჭორაობის დროს ან ყავას თუ შეაყოლე უნებლიედ, მერე სენივით იცის შეყრა და ვეღარ განიკურნები, სნეულდები და შენც გიყვარდება სამუდამოდ.
ReplyDeleteმე მიყვარს ეს ჩემი პოსტი, მამშვიდებს რაღაცნაირად...
ReplyDeletemaxsovs da momcons es posti... da sheni otaxic miyvars ... ertad rom gvcxeloda :D:D:D
ReplyDelete