Pages

Thursday, February 9, 2012

სრული აბსურდი...

მე და მამა მარტო ვცხოვრობთ...
მყავს და და ძმა, პატარა გოგოჩებით... 
ვთვლი, რომ დიდი, მხიარული და ხმაურიანი ოჯახი გვაქვს, როცა ყველა ერთად ვართ. გაგიჟებამდე მიყვარს ეს ჟრიამული, ოღონდ 1 საათით, მერე მღლიან.
ყველა თავისთვის იწყებს ხმაურს. გოგოები პიანინოს ახმაურებენ ტელევიზორის პარალელურად, ან ტელევიზორში ბოლო ხმაზე აწეულ მუსიკაზე დგამენ საცეკვაო ნომრებს. ამ დროს, ჩვენ ამ ხმაურში ვცდილობთ ერთმანეთს ვეკონტაქტოთ. წარმოგიდგენია რა დასანახია ყველაფერი  ეს ოდნავ გვერდიდან?
აქ მოდის ოცნედბები, ოცნებები მარტო დარჩენაზე. ზაფხული, როცა ყველა ერთად თბილისიდან შორს მიდის და ჩემს სახლშიც ნანატრი სიჩუმე ისადგურებს. 

ახლა ვცდილობ გარემო შევიქმნა , იმისთვის რომ დავწერო რაღაცეები. 
ამ ცივ ზამთარში ერთი ბუხარი, შეშის ტკაცუნი და ცეცხლის შუქით განათებულ და გამთბარ ოთახში დავჯდებოდი და ბევრს, ძალიან ბევრს დავწერდი... 
ტელევიზორები და გაზის გამათბობელი, ფანჯრებს მიღმა თოვლ-ჭყაპში მანქანების ხმაური, ფიქრებს მიბნევს და უნიჭოდ მაბნევს... მე კიდე იმდენი მაქვს სათქმელი, იმდენი რამ მიტრიალებს თავში, მინდა დავჯდე და გეჭორაო. 
არა, ჭორაობა კი არა, ქაქანი მინდა. 
აი ისე მე რომ ვიცი და შენც რომ იცი, რომ როცა მე რამეს გიყვები, სულ მასეთი აღტაცებული, ან შეშფოთებული ვარ. 
ემოციებით გატენილი, იმდენად რომ სუნთქვაზე მეტყობა ახალი ამბების განწყობა. ერთმა ჩემმა ძალიან ძველმა ნაცნობმა, დიდი ხნის წინ მითხრა, იმდენი ემოცია და ენერგია გაქვს, წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ გამოიყენოო. 
იცინოდა და დამცინოდა, შენს მომავალ ქმარს აუცილებლად ვნახავ და ვეტყვი არასდროს მოერიდოს შენი წყობილებიდან გამოყვანას და ხშირად გეკამათოს, რომ მერე შერიგების შემდგომი სექსით დატკბეთო. ეს რომ მითხრა ისე გავუბრაზდი, მთელი 1 თვე მიბოდიშებდა და მირიგდებოდა. 
რა შუაშია ეს პოსტნაჩხუბარი ვნებიანი შერიგება არ ვიცი. ისე, უბრაოდ გამახსენდა და ეგეც ვთქვი...
ისე, მართლა მაინტერესებს, მართლა მასეთი განსაკუთრებულია ეგ შერიგების ბაფთებით გაბანტული სექსი?... მე სრულებით არ მინდა სექსზე ვისაუბრო, მითუმეტეს ახლა...

3 comments:

  1. lol! "ბაბთებით გაბანტული სექსი"– ეპიკური ფრაზაა. :))) ისეთი ენერგიული და ხალისიანი პოსტია, ამ გაყინულ ზამთარშიც კარგ ხასიატზე , რომ დაგაყენებს. ზუსტად მასეთი სიტუაცია მოუხდებოდა შენს ბლოგს : ბუხარი, სიწყნარე, ყავა– ოღონდ წასაკითხად. ძალიან მომწონს ეს ბლოგი :)

    ReplyDelete
  2. კი :დ ოღონდ შერიგების მერე კი არა, აი ძალიან გაბრაზებული რომ ხარ და სექსი გაქვს და თან იმდენად კარგი რომ ურიგდები მერე : )))

    პ.ს რა ბედნიერი ვარ რომ სახლში მხოლოდ 5-ნი ვართ და არავინ არავის ვაწუხებთ <3

    ReplyDelete
  3. მასეთი სესი Mr & Mrs Smith-ში მაქვს ნანახი. ისე რა ვიცი...სიყვარულში ჯობია, მგონი:))))

    ReplyDelete