Pages

Monday, June 4, 2012

გასვლა მომინდა....


რაღაცნაირად ვარ, გასვლა მომინდა ჩემი კანიდან.
თითქოს, გვერდიდან მივყვები საკუთარ სხეულს და წარსულზე, პირველად გულწრფელად ვფიქრობ.

სინანული ვიგრძენი, დიდი ხნის მერე. 
სირცხვილი, საკუთარი სიშიშვლის გამო. 
მივყვები ჩემს სხეულს უცხოსავით და თანაგრძნობით მინდა პლედი მოვასხა, დავმალო და დავფარო სამარცხვინო სიშიშვლე. ჩემი პლედი, გამჭვივალეა და სირცხვილის ოფლით დანამულ სხეულს პარკივით ეკვრის და ვერაფერს მალავს...
პლედი დი არა, ცოდვის მანტია ლოცვით მინდა შემოვახიო და მერე მოვა ძილი, მშვიდი ძილი....

1 comment:

  1. არაჩვეულებრივი განცდაა. იდეაში საინტერესო და გემრიელი. ეხლა გტკივა–მოვა დრო და სევდიანი, მაგრამ გამოცდილი ღიმილით და სიყვარულით გაიხსენებ ამ დროს. :*

    ReplyDelete