შინაგანი არეულობის, თუ დისკომფორტის გარდა, უკვე ფიზიკურად მაწუხებს ყველაფერი.
რეალურად მტკივა თავი, გული, სახსრები (ყველაფერი) სული მტკივა საშინლად. ამ ხნის განმავლობაში უამრავ ექიმთან ვიყავი და უამრავი ანალიზი თუ გამოკვლევა ჩავიტარე.
საერთოდ, არ ვარ დეპრესიული და სასოწარკვეთილებაში თითქმის არასდროს ვვარდები. თითქმის ყოველთვის შემიძლია გამოსავალი ვიპოვო.
ნუ, თუ ჩემით ვერ ვოულობ, მაშინ მეგობრები მეხმარებიან. მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირად ვარ.
ერთი, ის რომ, პრობლემა კონკრეტული არაა. ან პირიქით იმდენად მასშტაბურია, რომ ვერ ვბედაბ ქექვას. მეორე ის რომ ყველა მეზედმეტება.ვერავის ვეკონტაქტები, ორი კაცის საზოგადოება, უკვე ძალიან ბევრია.
სხვა ენაზე ვსაუბრობ, სხვა პრობლემები მაწუხებს. იმდენად მიწიერი და ბანალურია ეს ყველაფერი, რომ განვრცობაც მეზარება.
ზოგადი მდგომარებოა, სიცარიელეა.
რომ მკითხო,
რა მჭირს _ ვერაფერს გეტყვი._ ”არაფერი”!
რა გაწუხებს? _ არაფერი...
რა გაგახარებს ან გაგახალისებს ამ წუთას? _ არაფერი....
მეგობრებს ვშორდები.
მარტო ყოფნა, არ მიყვარს, მაგრამ კომფორტულად ვარ.
ამ მარტოობაში უცებ მინდება რომ ყველა ერთად გაჩნდეს ჩემს გვერდით სულ 5 წუთით, მარტო იმისთვის რომ თანაარსებობა ვიგრძნო მათი, და მერე ისევ მარტო დავრჩე.
მეშიანია, ამ მდგომარეობის და ვერაფერს ვცვლი...
ჩვენ გვესმის და გელოდებით... გინდა გაგერიდოთ? გერიდებით! გინდა შენთან ვიყოთ ? შენთან ვართ... ზედმეტი კითხვებით არ შეგაწუხებთ მანამ სანამ შენ თვითონ არ მოგინდება დაგისვათ კითხვა...
ReplyDeleteმე ველოდები შენ სმსს ჩემ ტელზე "თათ გნახოთ მინდა".
მეც ველოდები მაგ მესიჯს, ჩემში.
ReplyDelete