Pages

Sunday, November 4, 2012

გაქცეული, ბედნიერი წამები...


 ნინო ქათამაძე,  ჯერ კიდევ იმ დროიდან მომწონს, პირველი ვიდეო ჩანაწერი რომ ვნახე, რუსთაველის თეატრის ფოიეში ინსაიდთან ერთად მღეროდა...



ამ ნამღერმა კი, რაღაც განსაკუთრებული ემოცია მომიტანა.
ცოტა სევდა და დიდი სინანული. წინა პოსტებში მიწერია, რომ საჭესთან ისე ვტიროდი რამის ავარიაში მოვყევი, ზუსტად ამ სიმღერას ვუსმენდი... 
ისე დაემთხვა, რომ მაგ სევდიან განწყობაზე დამეწია... ამის მერე, როცა, ეს მელოდია მესმის უნებლიეთ, მახსენდება გაშვებული კოცნები.
ჩემი არ შემდგარი, Nu ფოტოსესია _ გვირილების მინდორში... 
მახსენდება, ყველა უჩუქებელი ყვავილი და ყველა უჩემოდ დამჭკნარი თაიგული.  
ამ უსასრულო მოგონებებს, კიდევ და კიდევ ემატება, შემუნდგარი ბედნიერი წუთები. დაბადების დღე, რომელიც დაავიწყდათ და არ მომილოცეს... 
მახსენდება დედა, რომელიც ვეღარ მილოცავს ვერცერთ დღესასწაულს. 
მაიმედებს ხვალინდელი დღის მოლოდინი და მაშინებს, რომ სადღაც დღის ბოლოს, მოვა ისევ ეს ულმობელი სიცარიელე. სიმარტოვე და სულის სიცივე შემომიძვრება. მოვიდა შემოდგომის ბოლო და მოაქვს სულის სუსხი. გაზაფხულამდე ჯერ კიდევ შორს არის და ამ დრომდე მხოლოდ მომქანცველი, ახალი წლის სიკაშკაშე მაშფოთებს. თვალები ძლიერად მინდა მოვხუჭო და გადავაფრინდე, რაღაც გაურკვეველ აწმყოს.



1 comment:

  1. თვალები ძლიერად მინდა მოვხუჭო და გადავაფრინდე, რაღაც გაურკვეველ აწმყოს- გენიოსი ხარ!!! მეკეტება შენს ბლოგზე. ყოველთვის საოცარ პასუხებს და აზრებს ვპოულობ საკუთარი სულის დასამშვიდებლად.

    ReplyDelete